რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

access_time2021-10-16 14:00:40

ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები, იგივე CBDC, შესაძლოა, მომავალი ფინანსური კრიზისის დროს სასურველი უსაფრთხო თავშესაფარი გახდეს. პოტენციურად, ეს კომერციულ კრედიტორების მდგომარეობას გააუარესებს.

მოვლენების ეს განვითარება ერთ-ერთია იმ შესაძლო საფრთხეებიდან, რომელსაც გლობალური ცენტრალური ბანკების ანგარიშები უსვამენ ხაზს.

ცენტრალური ბანკები საკუთარი ციფრული მონეტების მიღებას, სწრაფი საერთაშორისო ტრანზაქციების მცირე რეგულაციით შესასრულებლად, უკვე განიხილავენ. ჩინეთი ავითარებს ციფრულ იუანს, რაც სხვა ცენტრალურ ბანკებზე ზეწოლას ახდენს, რომ იგივე გააკეთონ.

ცენტრალური ბანკების კვლევამ ასევე დეტალურად გაანალიზა გლობალური საბანკო გიგანტების შესაძლო ზემოქმედება ფინანსურ სისტემაზე. კვლევა ვარაუდობს, რომ CBDC-ებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წილი წაიღონ კომერციული დეპოზიტებიდან და საფრთხე შეუქმნან ინდუსტრიის დაფინანსებას.

ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა ციფრულმა ვალუტებმა შეიძლება გამოიწვიოს დეპოზიტებში გაზრდილი არასტაბილურობა და/ან დეპოზიტების მნიშვნელოვანი შემცირება. ამან, გარკვეულ ვითარებაში, შეიძლება გავლენა მოახდინოს ბანკების მომგებიანობაზე, დაკრედიტებაზე და ფინანსური მომსახურების სრულად უზრუნველყოფაზე.

თუმცა, დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ ორივე რისკის მართვა შესაძლებელია CBDC-ებზე მკაცრი კონტროლის დაწესებით. კვლევის მიხედვით, ციფრული ვალუტის გადარიცხვების ან მფლობელობის მკაცრ შეზღუდვებს, ისევე როგორც ხანგრძლივ გარდამავალ პერიოდს ახალი აქტივების ამოქმედებამდე, ასეთი საფრთხეების შემცირება შეუძლია.

ციფრულ ლარს ავითარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ციფრული ლარის პროექტი სატესტო რეჟიმში სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ჩაეშვება და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს. ციფრული ლარის შექმნით 80-მდე ტექნოლოგიური კომპანიაა დაინტერესებული. 

ციფრულდება დოლარიც. აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება. ამით აშშ-ში ციფრული ვალუტის პოტენციურ გამოყენებას შეამოწმებენ.პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.


ციფრული ევროს გამოშვებისთვის ევროპაც ემზადება


ციფრულ ფულს უნდობლობას უცხადებს ჩინეთი. აქ კრიპტოვალუტით ფინანსური ოპერაციები აიკრძალა, ანუ ჩინეთმა აკრძალა ციფრული აქტივების გაყიდვა და ოპერაციები კრიპტოვალუტით

მიუხედავად არასტაბილურობისა, ჩინეთისგან განსხვავებით, ვირტუალურ ფულს ნდობას უცხადებენ ამერიკაში. ორი კვირის წინ კინთეატრების ამერიკულმა ქსელმა „AMC ინტერტაინმენტმა“ კინთეატრების ბილეთების ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტებში გაყიდვა დააანონსა. კინოთეატრის მენეჯმენტის განმარტებით, ციფრული ვალუტებით გადახდა, მხოლოდ ონლაინ შესყიდვების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. 

თუ მანამდე კრიპტოვალუტა უკრაინაში ე.წ. ნაცრისფერ სამართლებრივ ზონაში არსებობდა, სექტემბრის დასაწყისში უკრაინა მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც კრიპტოვალუტის ლეგალიზების კანონი მიიღო. უკრაინის პარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტას აკანონებს და არეგულირებს. აქამდე უკრაინის მოსახლეობას  ვირტუალური ვალუტის შეძენისა და გადაცვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ კრიპტოვალუტის კომპანიები და ბირჟები სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დაკვირვების ობიექტები იყვნენ. ბიტკოინის ეროვნულ კანონმდებლობაში შეტანით უკრაინა იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, როგოროცაა: სალვადორი, კუბა, აშშ, გერმანია და პანამა.  

მიმდინარე წლის მაისი-აგვისტოში პირველად, ციფრული ვალუტების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 2 ტრილიონ დოლარს ასცდა.  სწორედ გასულ თვეში ანალიტიკოსებმა ივარაუდეს,  რომ ბიტკოინი შესაძლოა, მალე 55 ათასიან ნიშნულზე ავიდეს, თუმცა შემდეგ ისევ 30 ათასზე ჩამოვა. სპეციალისტები 2022 წლისთვის ციფრული ბაზრის  100 ათას დოლარამდე გაზრდას პროგნოზირებენ.



ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: Bloomberg, ბიზნესფორმულა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up