რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სავაჭრო მოლებმა და ცენტრებმა

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სავაჭრო მოლებმა და ცენტრებმა

access_time2020-05-29 17:00:07

სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

ძირითადი რეკომენდაციები:

- უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;
- ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს
დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა
ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და
დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
- ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის
მითითებით;
- აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო
სივრცეში;
- მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო
ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვების
შესაძლებლობა;
- მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
- აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო
პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით.

- უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი
წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული
ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით
გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად;
- უზრუნველყავით ესკალატორების სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების
სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო
ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;
- უზრუნველყავით სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად,
მაგრამ არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით;
- ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით
მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური
ღონისძიებების შესახებ;
- საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში
არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.



imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up