რა რეალური შესაძლებლობებია წელს ტურიზმის აღდგენისთვის

რა რეალური შესაძლებლობებია წელს ტურიზმის აღდგენისთვის

access_time2022-01-14 11:00:19

დიდი მოლოდინების მიხედვით, წელს ტურიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული სექტორები ვერ გადააჭარბებს 2019 წლის დონეს.  ,,თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით,  აღდგენა დამოკიდებული იქნება  ვაქცინაციაზე; ახალი შტამების გავრცელებაზე; ტურისტების შეუფერხებელ გადაადგილებაზე; ქვეყნებს შორის კოორდინაციასა და საქართველოში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.



ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტები რუსეთიდან და სომხეთიდან ნელ აღდგენას განაგრძობს;  თურქეთიდან ვიზიტებზე შესაძლოა იმოქმედოს ამ ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამ; აზერბაიჯანიდან ვიზიტები, სავარაუდოდ, მეტად აღდგება წლის მეორე ნახევარში;  უკრაინა, ისრაელი და საუდის არაბეთი შეინარჩუნებენ ზრდის ძლიერ ტენდენციას. რაც შეეხება  შიდა ტურიზმს, 2022 წელს კვლავ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.



,,ბუსტერდოზების ხელმისაწვდომობა ქართველი ტურისტებისთვის ისეთ მიმართულებებს ხსნის, რომლებიც აქამდე დაკეტილი იყო. შესაბამისად, დაიწყება საქართველოს გამსვლელი ტურიზმის აღდგენა.  ეს კი გარკვეულწილად შეამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას. ადგილობრივი ტურიზმი 2022 წელსაც გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, რადგან ვირუსი ჯერ კიდევ აფორიაქებს მსოფლიოს და მას ახალი გაურკვევლობის ტალღა მოჰყვება“, - აღნიშნულია კვლევაში.

 


ადგილობრივი ტურიზმის ანალიზი მიგვანიშნებს, რომ ადგილობრივი ლოკაციების დიდ ქალაქებთან (თბილისი) სიახლოვე და შედარებით კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა მოთხოვნის ძირითადი მამოძრავებელი ელემენტებია.

 


გარდა ამისა, კახეთი განაგრძობს ადგილობრივი მოთხოვნით სარგებლობას. შედარებით შორ ლოკაციებს, სადაც სასტუმროების ნაკლები კონცენტრაციაა და ამავდროულად ტურისტული ინფრასტრუქტურაც არაა მაღალ დონეზე, უფრო კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ ვიზიტორების მისაზიდად.

 


ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია. როგორც ის ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, პანდემია საქართველოში, მაღალი სიკვდილიანობის მიუხედავად, ტურიზმს ხელს ვერ უშლის და დარგი ნელ-ნელა გააგრძელებს განვითარებას.



,,დიდი შეზღუდვებია ევროპაში, მაგრამ ესეც პრევენციული ზომებია. იანვარ-თებერვლის სეზონი გვაჩვენებს, რამდენად რეალური შანსი გაუჩნდება დარგს, ვთვლი, რომ შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესდება. 2019 წელთან შედარებით, ტურიზმი 30-35%-ით აღდგება.  პანდემიამდელი მაჩვენებლების მიღწევა შორეულ პერსპექტივად რჩება. ბევრი რამ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მსოფლიომ უნდა ირწმუნოს და იმოგზაუროს. მსოფლიოს უამრავი სახელმწიფოა, სადაც მთავრობები მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ რიგ ქვეყნებში არ იმოგზაურონ, შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროები სამოგზაურო ქვეყნებს აძლევენ წითელ, მწვანეს და გამაფრთხილებელ ნიშნებს. ჩვენ მათ უმრავლესობაში ვართ, ჯერჯერობით მწვანე ზონად მივიჩნევით, ასე რომ, განვითარებული ქვეყნები არ უშლიან ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას, ამ შანსის სასიკეთოდ გამოყენება შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების შეჩერების საფრთხე იყო, ასე არ მოხდა. მცირე მარკეტინგული ღონისძიებები არასაკმარისია. მასშტაბური კამპანიაა ჩასატარებელი, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. თუმცა ოპტიმიზმს ვინარჩუნებ. ტურისტების რაოდენობასა და შემოსავლებთან დაკავშირებით კოვიდამდე დაფიქსირებული მაჩვენებლების მესამედიც რომ აღდგეს ციფრებში, კარგი შედეგი იქნება. 2019 წელს საქართველომ 3,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან. დიდწილად მაინც მეზობელი ქვეყნების ტურისტებზე ვართ დამოკიდებული.  პანდემიამდეც ასე იყო ჩვენი ვიზიტორების  70%-ზე მეტს ისინი წარმოადგენდნენ და ეს მოცემულობა შენარჩუნდება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ნიკა კვარაცხელია.



კიდევ ერთი პრობლემა, რაც ტურიზმში არსებობს, სამუშაო ძალას უკავშირდება. როგორც ცნობილია, დარგში დასაქმებულთა ნაწილი ტურიზმიდან სხვა ინდუსტრიებში გადანაწილდა. სპეციალისტების შეფასებით, სანამ ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნა გარკვეულ სტაბილურ დონეს მიაღწევს, გართულდება კადრების ნდობის მოპოვება და მათი ინდუსტრიაში დაბრუნება.



შეგახსენებთ, რომ 2021 წელი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით.



საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს $1,2 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38% პროცენტი. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58% შეადგინა.



2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130%-ს აღემატება.



2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით შემოვიდნენ. კერძოდ, ვიზიტების 51%-ი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48% შეადგინა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up