რა რაოდენობის პრემია-დანამატები გაიცა რეგიონებში

რა რაოდენობის პრემია-დანამატები გაიცა რეგიონებში

access_time2019-12-22 20:00:36

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო უწყებების მიერ 9 თვეში გაცემული პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 167,8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი პრემია-დანამატი, კერძოდ, 27,3 ათასი ლარი ქვემო ქართლშლი გაიცა.

 

რაც შეეხება სხვა რეგიონებში 9თვეში გაცემული პრემია-დანამატების მოცულობას, ასე გამოიყურება:

 

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ფოთის მუნიციპალიტეტში ჯამში 17,9 ათასი ლარი გაიცა, საიდანაც, 2,4 ათასი ლარი დანამატებზე, ხოლო, 15,5 ათასი ლარი პრემიაზე მოდის;

 

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტბსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სულ 15,3 ათასი ლარი გაიცა, აქედან 14, 4 ათასი ლარი პრემიებზე, დანამატებზე კი, 950 ლარი მოდის;

 

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ჯამში, 35,5 ათას ლარზე მეტი გაიცა. საიდანაც 8, 2 ათას ლარზე მეტი პრემიაზე, ხოლო 27,3 ათასი ლარი დანამატებზე მოდის;


 

სახელმწიფოს რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მინუციპალიტეტებს სულ 1,2 ათასი ლარი გაიცა, რომელიც სრულად დანამატებზე მოდის. რეგიონში პრემია არ გაცემულა;

 

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს, 1,2 ათასი ლარის დანამატი გაიცა;

 

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას დუშეთის, თიანეთს, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს 3 ათას ლარზე მეტი ოდენობის დანამატი გაიცა;

 

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს 2,2 ათას ლარზ ემოტის დანამატი გაიცა;

 

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს პრემია-დანამატი არ გაუცია;

 

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს 675 ლარის დამატი აქვს გაცემიული, პრემია კი არ გაუცია.


BPN




„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება
access_time2020-07-09 18:00:04
„მეორე მოსმენით დადგენილი ცვლილება მისასალმებელია, კანონპროექტის პირველ ვარიანტით გაცხადებული ვადა ორჯერ შემცირდა, თუმცა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ცვლილება მედიკამენტების ფასზე აისახოს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად“, - ასე აფასებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც...

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“
access_time2020-07-09 17:00:15
„სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამულში“ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 3 დღეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ამ დროისათვის წინანდლის მამულში ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, საუნა ამ დროისთვის არსებული რეგულაციების გამო არ ფუნქციონირებდა. „ხანძრის შედეგად დაზიანდა მეხუთე სართულზე განთავსებული საუნა და...

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...


მსგავსი სიახლეები

up