რა ქონებით ტოვებს პოსტს დავით სერგეენკო

რა ქონებით ტოვებს პოსტს დავით სერგეენკო

access_time2019-06-18 19:10:32

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა.


ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, სერგეენკო მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ამ პოსტზე პრემიერმა ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.


მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2012 წლიდან - დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებდა. მათგან ერთ-ერთი სწორედ დავით სერგეენკო იყო.


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს პრემიერის მომავალი მრჩეველი დავით სერგეენკო.



2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის უძრავ-მოძრავი ქონება გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა. სერგეენკო კვლავ ფლობს - 82 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ ბულაჩაურში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado.


მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 5 900 დოლარი და 7 445 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა მინისტრის პოსტზე წლიურად - 75 000 ლარი შეადგინა.


დავით სერგეენკო მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 997 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონის სოფელ ქუბრიაანთკარში, რომელიც 2013 წელს საჩუქრად მიიღო. ცნობისთვის, სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებს. მანამდე კი 2006 წლიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.



BPN





„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე
access_time2019-12-12 16:00:38
ფასების ზრდამ წლის ახალი რეკორდი მოხსნა და ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელიც ახსოვს, არსებული მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. იმდენად, რამდენადაც არსებული ინფლაციის ფორმირებაზე, მთავარი ზეგავლენა იქონია ისეთმა ქვეჯგუფმა როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 13.4%). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. თუმცა, ამის გარდა ფასების ზრდა...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...


მსგავსი სიახლეები

up