რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი, რომელიც დეპუტატის მანდატს ტოვებს

რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი, რომელიც დეპუტატის მანდატს ტოვებს

access_time2019-10-07 21:15:45

ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ზარდიაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

 

„არ აქვს მნიშვნელობა როგორი ბინძური გზებით შეძლეს ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ. მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოეულ მოქალაქე,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა.

 

როგორც მის მიერ 28 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, გასული წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისას მისმა შემოსავალმა 46 796 შეადგინა.


 

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, დეპუტატი რამდენიმე ბინის მესაკუთრეა. კერძოდ, მის საკუთრებაშია თბილისში 160 კვადრატული მეტრი ფართობის, 117 კვ. მეტრის და ოთხი 49 კვ. მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2011-2013-2014 წლებში აქვს შეძენილი.

 

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ მოძრავ ქონებას. რაც შეეხება ზარდიაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 1558,6 ლარი და 34 448,43 დოლარი ჰქონდა. ეს უკანასკნელი დედის მიერ აშშ-დან გზავნილის სახით აქვს მიღებული.

 

ვანო ზარდიაშვილი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს: თბილისში 110 კვ. მეტრისა და ბათუმში 51,6 კვ. მეტრი ფართობის ბინებს, რომელიც 2017 წელს მშობლისგან აქვს ნაჩუქარი. მის საკუთრებაშია ასევე 60 კვ. მეტრი ფართობის კომერციული ფართი დედაქალაქში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 2 825.09 ლარი და 2 100 ევრო ჰქონდა. ამასთან, ზარდიაშვილის მეუღლის შემოსავალმა გასულ წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე - 48 576 ლარი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორობისას კი - 6 060,8 ლარი შეადგინა.

 

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up