რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე და ქონებრივი დეკლარაციის შევსების რა დარღვევისთვის დაჯარიმდა 1000 ლარით?

რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე და ქონებრივი დეკლარაციის შევსების რა დარღვევისთვის დაჯარიმდა 1000 ლარით?

access_time2019-01-16 23:05:57

როგორც ცნობილია, საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს, მათ შორის არიან მინისტრები, პარლამენტარები, მოსამართლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიურო ყოველ წელს ატარებს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს. მათი ინფორმაციით, 2018 წელს შემოწმებას დაექვემდებარა დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევით და დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები.


2018 წლის განმავლობაში შემოწმდა 448 დეკლარაცია. შემოწმებული დეკლარაციებიდან უარყოფითად შეფასდა 379 დეკლარაცია, მათ შორის არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა 31 დეკლარაციაში და დეკლარანტს მიეცა გაფრთხილება, 347 თანამდებობის პირი დაჯარიმდა, ხოლო ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში, დადებითად შეფასდა 59 დეკლარაცია, 10 დეკლარაციაზე შეწყდა წარმოება.


უარყოფითად დასრულებულ დეკლარაციებს შორისაა სააპელაციო სასამართლოს უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლის, ლევან მურუსიძის დეკლარაცია. რა ინფორმაცია არ შეიტანა დეკლარაციაში ლევან მურუსიძემ და დაჯარიმდა თუ არა მოსამართლე, ამისათვის კითხვებით საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს მივმართეთ.



მათი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ლევან მურუსიძის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი, რომლის დროსაც გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები:


სახელფასო საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის ცდომილება; საკრედიტო საბანკო ანგარიშის დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ინფორმაციის წარუდგენლობა; დეკლარაციაში არ იყო ასახული კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული გასავლები ცალ-ცალკე, რომლის ოდენობაც თითოეულ შემთხვევაში აღემატებოდა 1500 ლარს.


მურუსიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 29 ივნისს შეავსო. ის ფლობს 100,03 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2009 წელს 40 000 დოლარად შეიძინა, ასევე 5 000 დოლარად ნაყიდ ავტოფარეხს. ის ფლობს 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელშიც 2017 წელს 10 500 დოლარი აქვს გადახდილი. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა "მერსედეს ბენცი", რომელიც 2017 წელს 24 500 დოლარად შეიძინა.


საანგარიშო პერიოდში, ლევან მურუსიძეს "თიბისი ბანკის" სახელფასოზე ერიცხებოდა 11678 ლარი, "საქართველოს ბანკის" საკრედიტოზე 9636 ლარი, იმავე ბანკის "სოლო" ბარათზე კი 991 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ხელფასიდან დანაზოგის სახით ნაღდი ფული ჰქონდა 2000 ევრო და 3 000 დოლარი. იხილეთ სრულად


bpn.ge





ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up