რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი, რომელიც ქონების მიუთითებლობის გამო დაჯარიმდა

რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი, რომელიც ქონების მიუთითებლობის გამო დაჯარიმდა

access_time2020-01-28 15:40:57

სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ერთ-ერთია იმ მოხელეებს შორის, რომლებიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდნენ.როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული, დაჯარიმების მიზეზი გახდა - შეუსაბამობა ოჯახის წევრის უძრავ ქონებაში. ამასთან, მითითებული არ არის საკუთარი და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები და სამეწარეო საქმიანობა, ასევე დეკლარაციაში გამოვლინდა შეუსაბამობა შემოსავლების ნაწილში.


2019 წლის 19 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანელი ფლობს, 3 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ამბროლაურში. მასვე ეკუთვნის, ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარები, რომელიც 2018 წელს 10 ათას ლარად შეიძინა.


რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 36 857 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 800 დოლარი ჰქონდა. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ხიდურელს 3000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის განვადებაც ჰქონდა, რომლის შედეგად მისმა წლიურმა გასავალმა 1000 ლარი შეადგინა.



აღსანიშნავია, რომ ხიდურელს არ აქვს მითითებული თუ რა შეადგინა მისმა შემოსავალმა სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე.


დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ხიდურელი ცხოვრობს, დედასთან, დეიდასთან და ძმასთან ერთად. მისი ძმა ფლობს მოტოსატრანსპორტო საშუალება მოპედი - ვესპას, რომელიც 2018 წელს 5 000 ლარად იყიდა. ხიდურელის დედა ფლობს 3 800 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და 250 კვ. მეტრი ფართობის აგარაკს ამბროლაურში და 100 კვ. მეტრის ბინას თბილისში. დეკლარაციაში არ არის მითითებული 2018 წლის შემოსავალი, თუმცა, 2017 წელს ხიდურელის დედის შემოსავალი ახალ სკოლაში პედაგოგობისას - 20 000 ლარი იყო. მისი დეიდა კი ფლობს - 80 კვ. მეტრისა და 50 კვ. მეტრი ფართობის ორ საცხოვრებელ სახლს თბილისში.


bpn.ge





ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს
access_time2020-03-29 11:00:58
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ....

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...


მსგავსი სიახლეები

up