რა ქონებას ფლობენ თვითმმართველი ქალაქების მერები

რა ქონებას ფლობენ თვითმმართველი ქალაქების მერები

access_time2020-06-22 23:55:01

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას ყოველწლიურად 2800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.„ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად დაინტერესდა, რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობენ ქვეყნის თვითმმართველი ქალაქების მერები. ცნობისათვის, საქართველოში 5 თვითმმართველი ქალაქია - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი.


თბილისი - დედაქალაქის მერის კახა კალაძის 2020 წლის 31 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერის საკუთრებაშია:


მშენებარე, 650 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში, რომელშიც 2013 წელს 500 000 ლარი გადაიხადა. 101 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, სამი ავტოსადგომი, ასევე 258,54 კვ.მ სახლი, რომელშიც 2018 წელს 928 414 ლარი გადაიხადა. იმავე მისამართზე მდებარე მეორე ბინა, კერძოდ, 203,04 კვ.მ ფართობის, რომელშიც 774 875 ლარი აქვს გადახდილი. კახა კალაძის საკუთრებაშია 2017 წელს შეძენილი ორი ავტოფარეხი ჭავჭავაძის გამზირზეც, რომლის ჯამური ღირებულება 14 000 აშშ დოლარია. ორი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, რომელშიც 2017 წელს 160 000 აშშ დოლარი გადაიხადა. 2006 წელს აქვს შეძენილი კიდევ ერთი ბინა ვაკეში, რომლის ღირებულებაც 71 280 ლარია.


კალაძის საკუთრებაშია, ასევე: სახლი სამტრედიაში, ორი აგარაკი წყნეთში, 396 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, სამი მიწის ნაკვეთი წყნეთში, ავტოფარეხი თბილისში, ბურძგლას ქუჩის მიმდებარედ, ორი ბინა უკრაინაში და ორი არასაცხოვრებელი ფართი სამტრედიაში.


ასევე თბილისის მერს ეკუთვნის: მსუბუქი ავტომობილები: FIAT 500 ABARTH, TOYOTA CAMRY და BRABUS ULTIMATE 125. ამასთან, მოტოსატრანსპორტო საშუალება -HARLEY-DAVIDSON VR1, მოტოსატრანსპორტო -HARLEY-DAVIDSON, მოტოსატრანსპორტო საშუალება -HARLEY-DAVIDSON.


კახა კალაძის დეკლარაცია სრულად: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/123014



ბათუმი - ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 25 ოქტომბერს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია 2011 წელს შეძენილი 70,27 კვ.მ ფართის ბინა ბათუმში, რომლის ღირებულება 32 000 აშშ დოლარია, ასევე ბ.მ. ამხანაგობა ,,ახალი ერ–86" საერთო კრების გადაწყვეტილებით გადაეცა 73,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ამავე მისამართზე.


რუსთავი - ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 29 იანვარს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი გორის რაიონში, რაშიც ჯამში 2000 ლარი აქვს გადახდილი. ასევე ბინა, რომელიც ჩუქებით გადაეცა, თუმცა მისამართი მითითებული არ არის. გარდა ამისა, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი გორში.


ფოთი - ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 იანვარს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, გოჩა კურდღელიას საკუთრებაშია - 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ფოთში, რომელშიც 30 000 ლარი გადაიხადა; 601 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფოთში, რომლის ღრებულება 25 000 ლარია; 152,1 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც 25000 ლარად აქვს შეძენილი. ასევე, 100000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შინდისში, რომელშიც 2008 წელს 320 842 აშშ დოლარი გადაიხადა.


გარდა ამისა, ფოთოს მერის საკუთრებაშია 68,1 კვ.მ კომერციული ფართი და 3349 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფოთში.


დეკლარაციის მიხედვით, გოჩა კულდღელიას ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები: Toyota Land Cruiser 200, რომელშიც 77 000 დოლარი აქვს გადახდილი და Lexus NX300 - რომლის ღირებულება 123 357 ლარია.


ქუთაისს ამ დროისთვის მერი არ ჰყავს, გიორგი ჭიღვარია 2020 წლის აპრილში გადადგა. ამ დროისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილია, რომელსაც მანამდე მერის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.


დავით ერემეიშვილის ფლობს თბილისში 2013 წელს 26 650 დოლარად შეძენილ 39,81 კვადრატულ მეტრ ბინაში 25%-ს. ასევე ის ფლობს 168 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ქუთაისში, 152 კვადრატულ მეტრ ბინას ქუთაისში, რომლის „გაცვლაშიც“ 5 ათასი დოლარი გადაიხადა. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი VW JETTA, 2011 წლის გამოშვების, რომელიც 2017 წელს 4 200 დოლარად შეიძინა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up