რა ქონებას ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები

რა ქონებას ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები

access_time2021-09-28 12:00:52

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება, საარჩევნო ციებ–ცხელება აქტიურ ფაზაში გადადის -  ვისმენთ წინასაარჩევნო, გულუხვ დაპირებებს, ვეცნობით სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს და ვუყურებთ ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებს.

 

თუმცა, დღეს „კომერსანტი“ თბილისის მერობის ძირითადი (სოციოლოგიური კვლევების თანახმად) კანდიდატების ქონებას გაგაცნობთ.

 

კახა კალაძე – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

 



თბილისის მერობის კანდიდატმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის 31 იანვარს წარადგინა. ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კალაძის საკუთრებაშია 650 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 2013 წელს 500 000 ლარი გადაიხადა. 101 კვ.მ მიწის ნაკვეთი საბურთალოზე, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატს 2012 წელს აჩუქეს. სამი ავტოსადგომი, რომელთა ღირებულება 80 183 ლარია. 258 კვ.მ ბინა, რომელიც 2018 წელს 928 414 ლარად შეიძინა, ამავე მისამართზე კალაძე კიდევ ერთ 203 კვ.მ ბინას ფლობს, რომელიც იმავე წელს 774 875 ლარად იყიდა. კალაძის საკუთრებაშია 2017 წელს შეძენილი ორი ავტოფარეხი ჭავჭავაძის გამზირზეც, რომელთა ღირებულება 14 000 აშშ დოლარია. 2017 წელს 51 040 დოლარად ყოფილმა ფეხბურთელმა ჭავჭავაძეზე 63 კვ.მ ბინა იყიდა. ამავე მისამართზე კალაძე 136 კვ.მ ბინა ფლობს, რომლის ღირებულება 108 960 აშშ დოლარია. 2006 წელს მას ვაკეში, კიდევ ერთი ბინა აქვს შეძენილი, რომლის ღირებულებაც 71 280 ლარია.



კალაძის საკუთრებაშია, ასევე: სახლი სამტრედიაში, ორი აგარაკი წყნეთში, 396 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, სამი მიწის ნაკვეთი წყნეთში, ავტოფარეხი თბილისში, ორი არასაცხოვრებელი ფართი სამტრედიაში. ასევე იგი ფლობს ორ ბინას უკრაინაში, რომელთა საერთო ღირებულება 850,000 დოლარია.



კალაძე ფლობს ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს, 6 ფერწერული ტილოს საერთო ღირებულება 245 000 ლარია.



რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატის ავტო კოლექციას, მის მფლობელობაშია:

 

SMART BRABUS - 47000 ევრო

TOYOTA CAMRY- 66 116 ლარი

MERCEDES BENZ G – 110 000 დოლარი



მოტოსატრანსპორტო საშუალება


HARLEY-DAVIDSON – 28 000 ევრო

HARLEY-DAVIDSON – 25000 ევრო

HARLEY-DAVIDSON ROAD KING - 10 000 დოლარი

HARLEY-DAVIDSON – 20 000 ევრო

 



დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კალაძე ფლობდა: ინტეზა სან პაოლოს მიმდინარე ანგარიშზე - 4 200 000 აშშ დოლარს, „საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშზე - 9 392 აშშ დოლარს, „ბანკი ქართუს საბარათე ანგარიშებზე - 5 391 აშშ დოლარს, 2 501 ევროს, 471 დოლარს, 181 ევროს. Julius Baer-ის მიმდინარეზე - 3 672 375 ევროსა და  365 000 აშშ დოლარს, ხოლო დანაზოგის სახით - 7500 აშშ დოლარს და 8000 ევროს.

 

დეკლარაციის მიხედვით, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა გასულ წელს ხელფასის სახით 29 917 ლარი მიიღო.  კახა კალაძემ გასულ წელს ქველმოქმედებაში 280 000 დოლარი დახარჯა, საოჯახო და პირადი ხარჯებში 67 036 ლარი და 147 710 ევრო.

 

 

გიორგი გახარია - „საქართველოსთვის“



 


ყოფილმა ექსპრემიერმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 18 აპრილს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გასულ წელს გიორგი გახარიამ განვადებით სოფელ მუხურში, 2 290 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი იყიდა, საფასური მან სამ ეტაპად უნდა გადაიხადოს, უძრავი ქონების საერთო ღირებულება 85 000 ლარია. ამავე წელს ოჯახის დანაზოგით ყოფილი პრემიერის მეუღლემ  472 400 ევროდ საფრანგეთში 83 კვ. მეტრი ფართობის ბინა იყიდა.



ყოფილი პრემიერის მეუღლე ფლობს, მსუბუქ ავტომობილს Toyota RAV 4-ს, რომელიც 2016 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი.



დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას საბანკო ანგარიშზე - 14 242 ლარი ჰქონდა.



2020 წელს გახარიას შემოსავალმა პრემიერის პოსტზე - 41 004 ლარი, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალმა ავერსის ცენტრალური კლინიკის ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე - 11 084 ლარი შეადგინა.

 


ნიკა მელია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“






„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 31 დეკემბერს შეავსო.  ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მელიას საკუთრებაშია 140 კვ.მ ბინა რომელშიც 2011 წელს 180 000 დოლარი გადაიხადა. ამავე მისამართზე მას ეკუთვნის ავტოფარეხის 15%. ნიკა მელია კიდევ ერთ, 105 კვ.მ ბინას ფლობს, რომელშიც 2009 წელს 80 000 ლარი გადაიხადა.



დეკლარაციის შევსების მომენტში ნიკა მელია ფლობდა: ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 13 917 ხოლო, მიმდინარე ანგარიშზე - 17 601 ლარს. ამავე პერიოდში მას 8 000 დოლარის დანაზოგი ჰქონდა.



2019 წელს მელიას შემოსავალმა პარლამენტის წევრის თანამდებობაზე - 46 549 ლარი შეადგინა.



ნიკა მელია ამავე პერიოდში, მამისგან ანზორ მელიასგან საჩუქრის სახით 10 000 დოლარი მიიღო.

 


ანა დოლიძე - „ანა დოლიძე - ხალხისთვის“



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის 25 აგვისტოს შეავსო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ დოლიძის საკუთრებაშია 60 კვ.მ ბინა დიდ დიღომში, ასვე მის საკუთრებაშია 140 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 2016 წელს 140 000 ლარი გადაიხადა. 



2019 წელს დოლიძის შემოსავალმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრის თანამდებობაზე 70 842 ლარი შეადგინა. აკადემიური საქმიანობიდან კი 53 080 ლარი მიიღო.




ანა ბიბილაშვილი - „ლელო“ 



ანა ბიბილაშვილმა  ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს  განაახლაოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევარომ ბიბილაშვილის საკუთრებაშია სვანიძის  ქუჩაზე 55 კვმეტრი მშენებარე ბინაასვე მის საკუთრებაშია თბილისში ბერბუკის . 10-ში 15 კვ. ავტოსადგომი.  


იგი ფლობს მსუბუქ ავტომობილ BMW- რომელიც 2013  წელს შეიძინა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up