რა ქონებას ფლობენ „ოცნების“ უცვლელი მინისტრები

რა ქონებას ფლობენ „ოცნების“ უცვლელი მინისტრები

access_time2018-07-12 12:15:29

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ, განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე კი გიორგი ქობულია. 


რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ. შესაბამისად, თანამდებობაზე რჩებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 

მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასევე პოსტი შეინარჩუნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. 


მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებს. ესენი არიან : შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. 


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობენ „ოცნების“ უცვლელი მინისტრები. 2018 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს მამის ძმისგან 
მიიღო საჩუქრად; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს. 


რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1 749,03 ლარი; 9 000 ევრო; 0,66 ლარი; 0,12 ლარი ჰქონდა. მის 2017 წლის დაუბეგრავმა ხელფასმა მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა, ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია. 


დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50 009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, სოფელ დილისკაში, რომელიც 2016 წელს 7 000 ლარად შეიძინა; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7, რომელიც 2017 წელს სხვა ავტომობილში გაცვლის შედეგად მიიღო. 


მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 4 931,63 ლარი და 66,5 ლარი ჰქონდა. მისმა დაუბეგრავმა ხელფასმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2017 წლის 13 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში - 43 920,82 ლარი; პრემიამ კი - 625 ლარი შეადგინა. 


რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, მიმდინარე წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით სერგეენკო ფლობს - 82 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ ბულაჩაურში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado.


მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 3 200 დოლარი; 7 627 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 200 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა მინისტრის პოსტზე 2016 წლის განმავლობაში - 75 000 ლარი შეადგინა. სერგეენკოს მეუღლე კი ფლობს 1 997 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონის სოფელ ქუბრიაანთკარში, რომელიც საჩუქრად მიიღო.



bpn






მორიგი თავდასხმა ქართულ პროდუქციაზე - ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა

მორიგი თავდასხმა ქართულ პროდუქციაზე - ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა
person access_time2018-07-22 13:00:19
მორიგი თავდასხმა ქართულ პროდუქციაზე - ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა. როსპოტრებნადზორი ალკოჰოლურ სასმელებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას აანონსებს.16 ათასი ლიტრი ქართული სასმელი კი რუსეთის ბაზარმა უკვე დაბლოკა. ვლადიმერ პუტინის...

დავით კაციტაძე: „საბანკო სექტორი პატარა გამოცდილების მქონე კომპანიებთან არ მეგობრობს“

დავით კაციტაძე: „საბანკო სექტორი პატარა გამოცდილების მქონე კომპანიებთან არ მეგობრობს“
person access_time2018-07-22 10:00:24
როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვები კომპიუტერის ნაცვლად სათამაშოებით, როგორია საქართველოში სათამაშოების წარმოების ისწტორია და რამდენად ჯანსაღი კონკურენციაა სათამაშოების ბაზარზე- ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში ინტერვიუ კომერსანტთან - ნიკა ქავთარაძესთან ერთად GeoToys-ის  ჯგუფის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ ისაუბრა.  1. 21-ე საუკუნეში ბავშვებს მოსწონთ ასეთი...

საქართველოს ბანკის ჯგუფს მანკიერი სქემებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს

საქართველოს ბანკის ჯგუფს მანკიერი სქემებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს
person access_time2018-07-21 21:30:46
სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ გენერალურ დირექტორს ვასილ ახრახაძეს, ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში „ალდაგის“ შვილობილი კომპანიის, პრეიმურ რეზიდენსის გამარჯვებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. ახრახაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ თუ საგამოიებო...

დოკუმენტი, რომელიც ქუმსიშვილმა საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა

დოკუმენტი, რომელიც ქუმსიშვილმა საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა
person access_time2018-07-21 16:39:37
გახდა თუ არა ყოფილი პირველი ვიცე პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნილი წერილი პროკურატურაში მისი გამოკითხვის...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულაციების გადავადებას ითხოვენ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულაციების გადავადებას ითხოვენ
person access_time2018-07-21 13:17:26
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაანონსებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში მიკროსაფინანსოების ნაწილი ბაზრიდან გავა, დარჩენილები კი გამხსვილდებიან. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“...


მსგავსი სიახლეები

up