რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

access_time2019-09-14 15:45:32

მიმდინარე წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადადგომის შედეგად, სამთავრობო გუნდის შემადგენლობაც შეიცვალა.

 

კერძოდ, პრემიერად გიორგი გახარია დაინიშნა, რომელიც მანამდე შს მინისტრის პოსტს იკავებდა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა, შს მინისტრის პოსტი კი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

 

ამასთან, პრემიერმა გახარიამ გუშინ წარუდგინა საზოგადოებას ვიცე-პრემიერებიც. მისი გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის პოსტი კვლავ მაია ცქიტიშვილმა შეინარჩუნა, ხოლო მეორე ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი გახდა.

 

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა.

 

მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1992-1994 წლებში თსუ-ში ისტორიის ფაკულტეტი დამთავრა. 1994-2000 წლებში რუსეთში, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2002-2004 წლებში კი იმავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრიც გახდა.

 

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პროფესიით ეკონომისტია. კერძოდ, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. ამასთან, სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში - საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო.

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - 1992-1997 წლებში სწავლობდა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. პარალელურად, სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში. 2000 წელს თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA). 2005 წელს მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განათლების შესახებ მთავრობის ვებ-გვერდზე ინფორმაცია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მას 2003 წელს - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია აქვს დამთავრებული.

 

საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს - საერთაშორისო სამართლის სპეციალობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული 1992 წელს.

 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა - 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით - წარმოების ეკონომიკა და მართვა. 1997 წელს გაიარა „საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების" სპეციალური ინტენსიური კურსი. 2009 წელს წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამა ფინანსების სხვადასხვა სფეროში, ამასთან, გავლილი აქვს ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული არაერთი ტრენინგი.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით; 2014 წელს - გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი; 2005-2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით.

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა - 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - 1995-1999 წლებში თსუ-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1999 - 2001 წლებში იმავე უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2002 - 2003 წლებში კი MIP მილანში ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა - 1995-1999 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 1999-2000წწ. - ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი. 2006 წლიდან კი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 1993 - 1998 წლებში დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის კვალიფიკაციით. 2005 წელს - მოიპოვა ზოგადი პროფილის სტომატოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი. 2007 - 2008 წლებში გავლილი აქვს ყბა-სახის ინპლანტაციის სრული კურსი გერმანიაში. 2015 - 2016 წლებში - მიუნსტერის ჯანდაცვის აკადემიაში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის კომპეტენცია მოიპოვა. 2016 - 2019 წლებში კი - მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მიიღო ავსტრიაში, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკასა და მართვის მიმართულებით.

 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - 1999-2004 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები) დაამთავრა. 2002-2004 წწ. სწავლობდა - სორბონის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები).

 

 

 

წყარო:BPN





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-09 21:30:56
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა“ - კორონავირუსის და ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ავტობაზარზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსახლეობის მინიმუმამდე დასული ინტერესი ავტომობილების შიდა ბაზარზეც ისევე მძიმედ...

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2020-04-09 19:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი...

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე
access_time2020-04-09 18:00:52
ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი: 1) უძრავი ქონების ბაზარი - (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე...

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

რუსეთში კარანტინის პირველივე კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა

რუსეთში კარანტინის პირველივე  კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა
access_time2020-04-09 18:30:46
„სბერბანკის“ ინფორმაციით, პირველივე არასამუშაო კვირა რუსეთში, რომელიც 30 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის კრახის დასაწყისი გახდა, მოთხოვნა პრაქტიკულად განულდა - რეალიზაცია 94,2 პროცენტით შემცირდა. ავეჯსა და ინტერიერის ნივთებზე მოთხოვნა რუსეთში 81 პროცენტით დაეცა, ხოლო ტექნიკა და ელექტრონიკის გაყიდვები 58 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, რუსებმა მოიმარაგეს ღვინო, საკვები და წამლები. სხვა სფეროებს კრიზისის...


მსგავსი სიახლეები

up