რა პროექტი განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე (+ფოტო)

რა პროექტი განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე (+ფოტო)

access_time2018-08-08 17:59:19

კომპანია „ანაგი“ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად „კიას“ ცენტრია მოწყობილი, მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერია“-ს მოწყობას გეგმავს. 



მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების პირობები მერიასთან უკვე შეთანხმებულია, თუმცა პროექტი და მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.




„მრავალფუნქციური კომპლექსი წარმოადგენს საგამოფენო და საკონცერტო ცენტრს და თავისი არქიტექტურულ -სივრცითი გადაწყვეტით წარმოადგენს ქალაქისათვის მსგავსი არეალების დაპროექტების ნოვაციურ მიდგომას. კომპლექსი აღმაშენებლის ხეივნის მხრიდან მთლიანად „ხსნის და აფიქსირებს“ მიმდებარე არეალის საზოგადოებრივ-რეკრეაციულ დანიშნულებას.



თვით კომპლექსის ექსტერიერი და ინტერიერი წარმოადგენს სხვადასხვა მოცულობების „მწვანე“ არეალების კომბინაციას, რომელიც შიდა და გარე სივრცეების ერთიანობას უსვავს ხაზს.



აღნიშნულის გარდა პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტა შექმნის საინტერესო პრეცედენტს და სტიმულს მისცემს აღმაშენებლის ხეივნის არქიტექტურულ-სივრცითი განვითარების ახალ მიდგომას,“- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. 



ამასთან, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტი წარმოადგენს ტიპიურ ორანჟერიას. მისი შესრულება გადაწყვეტილია მინა-ლითონის კონსტრუქციების კომბინაციით, რომელიც 
გარე და შიდა მწვანე სივრცეების ერთიანობას ქმნის და რეკრეაციულ-საზოგადოებრივი ფუნქციის ორგანიზების უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს.








bpn









აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up