აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ADB ავრცელებს. ბანკის ცნობით, ADB-ის $300 მილიონიანმა პროგრამამ ხელი შეუწყო სვანეთის რეგიონთან მისასვლელი და თბილისსა და რუსთავს შორის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას.
„თბილისში აშენდა ახალი მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და განახლდა მეტროს მთელ ქსელში სადენები და ვენტილაცია.
პროგრამა დაეხმარა თბილისის მთავრობას ტრანსპორტისა და მობილობის გენგეგმების შემუშავებაში.
განახორციელა ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოები.
სრულად განაახლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების ლაბორატორია“, - აცხადებენ ADB-ში.