2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რა პროდუქტები გაიაფდა იანვარში.
საქსტატის ცნობით ესენია შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული ი (-2.0 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (-1.9 პროცენტი), ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.5 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.6 პროცენტი) ჯგუფებზე.