რა პროდუქციაზე დაუშვა რუსეთმა პარალელური იმპორტი

რა პროდუქციაზე დაუშვა რუსეთმა პარალელური იმპორტი

access_time2022-05-07 18:00:19

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ პარალელური იმპორტის საქონლის სია გამოაქვეყნა. ქვეყანაში მათი შეტანა საავტორო უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე არის შესაძლებელი.

23-გვერდიან სიაში ასობით უცხოური ბრენდის, მათ შორის Land Rover-ის, Apple-ის, Samsung-ის, Bentley და სხვა კომპანიების პროდუქცია და მასალა შედის.

ამასთან, ნებადართულია რუსეთში იარაღისა და საბრძოლო მასალის, გათბობის ქვაბებისა და ბირთვული რეაქტორების, ავეჯის, თეთრეულის, მანქანების, ელექტრონიკის, მათ შორის Xbox-ის, Nintendo-სა და PlayStation-ის სათამაშო კონსოლების, ჭკვიანი საათების, მუსიკალური ინსტრუმენტების, ფოტოაპარატებისა და კინოკამერების შეტანა.

სახმელეთო ტრანსპორტის კატეგორიაში შედის ისეთი ბრენდები, როგორიც არის Land Rover, Jaguar, Bentley, Hummer, Tesla, Mercedes-Benz, Maybach, Lexus, Infiniti, Lamborghini, Ferrari. საავტორო უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე, ასევე, დასაშვებია Toyota, Volkswagen, Skoda, BMW, Renault, Audi, Mini, Nissan ბრენდების მანქანებისა და კომპონენტების იმპორტი.

ელექტრონიკის კატეგორიაში დასახელებულია ისეთი ბრენდები, როგორიც არის Apple, Asus, HP, Sony, Samsung, Intel, Siemens, Iridium, Inmarsat, Western Digital, Cisco, JBL, Bose, Logitech, BenQ და სხვები.


ნებადართულია სათამაშოებისა და სპორტული ინვენტარის პარალელური იმპორტიც.

მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სიაში შედის კომპანიები, რომლებმაც თებერვლის ბოლოდან დღემდე რუსეთში მიწოდების შეწყვეტის ან რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადეს.

აქამდე პარალელური იმპორტი, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლით, აკრძალული იყო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საქონლის შეტანა უშუალოდ უფლების მქონე პირის მიერ, ან მისი თანხმობით არის შესაძლებელი. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, „რუხი“ იმპორტი კონტრაბანდულად ითვლება, რაც საქონლის ლეგალურ იმპორტად არის შენიღბული. თუმცა რუსეთის მთავრობა დღეს აცხადებს, რომ ახალი კანონით, ამ სიაში შესული პროდუქციის გაყიდვის შემდეგ მათზე მფლობელის სასაქონლო ნიშნის უფლება ამოწურულად ითვლება.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up