„თუ დევნილი ამავდროულად სოციალურად დაუცველია ორივე დახმარებას ვერ მიიღებს“ - რა პროცედურები სჭირდება მოქალაქეს სოციალური სტატუსის მისაღებად

„თუ დევნილი ამავდროულად სოციალურად დაუცველია ორივე დახმარებას ვერ მიიღებს“ - რა პროცედურები სჭირდება მოქალაქეს სოციალური სტატუსის მისაღებად

access_time2021-05-01 14:00:13

თუ საქართველოს მოქალაქე თვლის, რომ მას ეკუთვნის სოციალური დახმარება, ამისათვის საჭიროა, რომ სრულწლოვანი პირი მივიდეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში და სარეიტინგო ქულების მინიჭების შესახებ დაწეროს განცხადება  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში ადვოკატის საათი ადვოკატმა მარიამ სულაძემ იაუბრა.  მისივე თქმით, სოციალურ სააგენტოში განაცხადის შესვლის შემდეგ სოციალურ აგენტი ერთი თვის ვადაში შეამოწმებს პირის საცხოვრებელ ადგილს, შემოსავლებს, გასავლებს, შეავსებს დეკლარაციას და ამის შემდეგ ოჯახს ან პირს ენიჭება სარეიტინგო ქულები, სწორედ ამ ქულების მინიჭების შემდეგ მოქალაქე ხვდება სარეიტინგო ბაზაში და იღებს როგორც მატერიალურ ისე არამატერიალურ შემწეობას.


რაც შეეხება ოჯახისთვის სოციალური სტატუსის შეჩერებას მარიამ სულაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეები რომლებსაც შემწეობის სტატუსი უჩერდებათ ისინი ჰაერში რჩებიან.


„მე როგორც იურისტი ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  სწრაფი რეაგირება უნდა მოხდეს, მაგრამ რაც მთავარია, როგორც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება შეაფასოს ნამდვილად ეკუთვნის თუ არა პირს სოციალური დახმარება და მიანიჭოს სარეიტინგო ქულა, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებიც ვალდებულები არიან რომ სააგენტოს აცნობონ ოჯახში მომხდარი ცვლილებების შესახებ. მაგალითად ის ოჯახის წევრი, რომელიც იღებდა შემწეობას და გარდაიცვალა ოჯახი ვალდებულია, რომ გარდაცვალების ცნობა ერთი თვის ვადაში წარადგინოს, თუ ოჯახი ამ ვალდებულებას არ აიღებს და სახელმწიფოს არ აცნობებს ადამიანის გარდაცვალების შესახებ, მაშინ სახელმწიფო იძლებული გახდება, რომ ოჯახს დახმარება შეუჩეროს. მე ვფიქრობ რომ თუ ოჯახი ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს მის შემთხვევაში სტატუსის სამ თვიანი შეჩერება არ იმოქმედებს, მაგრამ ამას ჩვენ,  მოქალაქეები სამართლებრივად არ ვუყურებთ“, - აღნიშნა მარიამ სულაძემ.


სულაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოჯახი მინიჭებული ქულით კმაყოფილი არ არის, მას შეუძლია, რომ ეს საკითხი თვითონვე სააგენტოში გაასაჩივროს და თუ მისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი დადგება, მაშინ ის სასამართლოს აღარ მიმართავს, ხოლო თუ მეორადი შემოწმების შემდეგაც არ დაეთანხმება მინიჭებულ ქულას მაშინ შეუძლია რომ ეს გადაწყვეტილება ცენტრალურ ოფისში გაასაჩივროს.


„თუ ცენტრალური ოფისი პირველად გადაწყვეტილებას ძალაში  დატოვებს, ამის შემდეგ პირს შეუძლია, რომ ერთი თვის ვადაში მიმართოს  სასამართლოს. გარდა სოციალურად დაუცველებისა ჩვენ გვყავს დევნილები, რომლებიც იღებენ დევნილის ყოველთვიურ შემწეობას, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, რომ თუ დევნილი ამავდროულად  სოციალურად  დაუცველია ორივე დახმარება მიიღოს. მე ვთლი, რომ დევნილის  სტატუსი წლების  წინ შეიძინეს და სანამ არ დაბრუნდებიან  ეს  დევნილის  სტატუსი  ექნებათ, ამიტომ ის დევნილი რომელიც უკვე  არის დევნილი და ამ სტასტუსით სარგებლობს  და ასევე არის  სოციალურად დაუცველი, რატომ არ უნდა იღებდეს დამატებით ამ  შემწეობასაც -  აღნიშნა მარიამ სულაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up