„მერის ახალი ინიციატივა სამშენებლო ნებართვების გაცემის ტემპს დააჩქარებს“

„მერის ახალი ინიციატივა სამშენებლო ნებართვების გაცემის ტემპს დააჩქარებს“

access_time2020-01-23 12:29:53

პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება.

 

„საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე აღნიშნულ ცვლილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება, რადგან გაიზრდება თანამშრობლების რიცხვი და დაჩქარდება ის სამუშაოები, რომელიც დროში  ჭიანურდებოდა.


თორნიკე აბულაძე მიიჩნევს, რომ ბიუროკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემას, რომელსაც ურბანულ სამსახურში აწყდებიან,  ახალი გადაწყეტილება შეცლის. შესაბამისად, გამოასწორებს, როგორც კომუნიკაციის,ასევე საქმის დროულად განხილვის პროცესს.



“ურბანული სამსახურის სსიპ აუცილებლად უნდა არსებობდეს. ერთი ფანჯრის პრინციპის პრობლემა გვაქვს და ეს ცხადია. ცვლილება შეცვლის იმ მხარეს, რომ გაეზრდებათ ხელფასები თანამშრომლებს, ეს მათ მისცემს მოტივაციას იმუშაონ. როდესაც 4 ადამიანი აკეთებს 24 საქმეს და ამაში არ უწყობენ ხელს, მათი დაინტერესებაც დაბალია, რადგან არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება. როგორც კი ეს მხარე მოწესრიგდება, გაიზრდება თანამშრომლების რაოდენობა და 1 ადამიანი, რომელსაც საქმე თავზე ეყარა და ვერ ასწრებდა დროულად კონკრეტული საქმის გაკეთებას, შეუმსუბუქდება სამუშაო და ვადებში ჩაჯდება. კონკრეტული საქმის განხილვას თუ სჭირდება 3 თვე, ისინი კადრების ნაკლებობის გამო უნდებოდნენ 1 წელი. აი ეს შეიცვლება და თავისთავად მოგვარდება ის ძირითადი პრობლემები.“-ამბობს თორნიკე აბულაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით ამუშავებაზე,  მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.


 კახა კალაძის განცხადებით, ზონალური საბჭო სწრაფ ტემპში, თუმცა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს აფორმებდა და ლეგიტიმაციას აძლევდა ყველა იმ მშენებლობას, რაც დღემდე ქალაქის პრობლემად დარჩა.


ნათია ლომიძე 




რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up