რა პრობლემებია მოსალოდნელი სომხეთსა და აზერბაიჯანში შესაძლო სამხედრო მობილიზაციის პროცესში?

რა პრობლემებია მოსალოდნელი სომხეთსა და აზერბაიჯანში შესაძლო სამხედრო მობილიზაციის პროცესში?

access_time2020-09-29 20:00:00

როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს მობილიზებისთვის საკმარისი ადამიანური რესურსები გააჩნიათ - სომხეთს 1,4 მლნ., აზერბაიჯანს კი 3,8 მლნ. ადამიანის მობილიზება შეუძლიათ.

 

თუმცა, შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ნებისმიერმა ქვეყანამ რამდენიმე კითხვას პასუხი უნდა გასცეს.

 

პირველი - შესაძლებელია თუ არა სწრაფი გამარჯვების მიღწევა უკვე არსებული ძალებით? მეორე - შეუძლია თუ არა ქვეყანას მობილიზებული ადამიანების იარაღით, სამხედრო აღჭურვილობით, სურსათით და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით მომარაგება?

 

ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანი ყარაბახის პრობლემის გადაწყვეტას არსებული შეიარაღებული ძალებით აპირებს, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნებს მოხმარდება - კერძოდ, აუცილებელი რესურსების ტრანსპორტირება, ტერიტორიებზე ბლოკ-საგუშაგეობის დაყენება, და ა.შ.

 

ბაქოში ასევე კარგად ესმით, რომ ბრძოლისუნარიანი და მომზადებული ნაწილების გამოუცდელი და მოუმზადებელი მოხალისეებით გაზავება საქმეს არათუ არ წაადგება, არამედ ხელს შეუშლის.

 

არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანს ასევე თურქეთის დახმარების იმედი აქვს.

 


საყოველთაო მობილიზაცია სომხეთშიც გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა სომხებს სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდა.

 

თუმცა, მაღალი მორალური სულის მიუხედავად, სომეხი ჯარისკაცების და ოფიცრების მომზადების დონე ასევე ბევრ კითხვას იწვევს. რაც მთავარია, სომხეთში არ არსებობს შეიარაღების საწყობები, სადაც ბრძოლისთვის მომზადებული შეიარაღება ინახება. სომხეთს ხანგძლივი და ინტენსიური ომის წარმოებისთვის რესურსები არა აქვს.

 

შექმნილ ვითარებაში, მოწინაამღდეგის უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობიდან გამომდინარე, მოხალისეებს რეგულარული ჯარის დანაკარგების შევსება მოუწევთ.

 

სავარაუდოდ, შეიარაღების და ტყვია-წამლის დეფიციტი ასე თუ ისე აზერბაიჯანშიც იქნება. და ეს მაშინ, როდესაც ნებისმიერი ომი უზარმაზარ მატერიალურ რესურსებს მოითხოვს.

 

აზერბაიჯანს ამ მხრივ თურქეთის იმედი აქვს, რადგანაც მასთან საერთო საზღვარი გააჩნია. საიდან და რა მოცულობით შევსებას სომხეთი მიიღებს - ჯერ გაურკვეველია.

 

ამ ეტაპზე უპირატესობა ბაქოს მხარეზეა  - ქმედითუნარიანი მოკავშირეები, რომლებსაც სწრაფი დახმარების გაწევა შეუძლიათ,  შეიარაღების რაოდენობა და ხარისხი.

 

ასევე, აზერბაიჯანის მხარეს საერთაშორისო თანამეგობრობაა  - ბაქო აცხადებს, რომ მას წართმეული ტერიტორიების დაბრუნება სურს.

 

ამ მხრივ სომხეთში გაცილებით უფრო რთული ვითარებაა - ერევნის მთავარი მოკავშირის  - მოსკოვის - პოზიცია ჯერ გაურკვეველია. ზოგადი განცხადებები, რომლებიც ბოლო დღეებში კრემლიდან ისმის, ამ გაურკვევლობას მხოლოდ აღრმავებს.

 

ასე რომ, ერევნის მხარეს დღეს მხოლოდ მოქალაქეთა მორალური სული და ბრძოლისთვის მზადყოფნაა. რაც თავისთავად არც თუ ისე ცოტაა.

 

Gazeta.ru


თეგები:
ბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up