„იმაზე მეტი გვაქვს გაკეთებული, რაც კანონმდებლობით მოგვეთხოვება“ - გაგრძელდება თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობა

„იმაზე მეტი გვაქვს გაკეთებული, რაც კანონმდებლობით მოგვეთხოვება“ - გაგრძელდება თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობა

access_time2021-02-21 16:00:32

როგორ მოიპოვა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა, რის განხორციელებას აპირებს და რა გეგმები აქვს კომპანიას ამ და სხვა თემებზე „რადიო კომერსანტის“ გადაცემა პროფესიონალებში „ენკა რინიუებლზის“  წარმომადგენელმა ელენე  ღუბიანურმა ისაუბრა. იგი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი კომპანიამ, თითქმის უკვე მზა მდგომარეობაში ჩაიბარა.  ღუბიანური განმარტავს, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე პროექტზე ენერგეტიკის ფონდი მუშაობდა, 2015 წელს კი როგორც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მშენებლობის ნებართვა მიიღეს.

 

სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანას იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ ამ მასშტაბის პროექტები თვითონ განახორციელოს, აქედან გამომდინარე გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, სადაც 2017 წელს წელს გამარჯვებულად იმ დროინდელი „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია“ გამოცხადდა, მაშინ მფლობელების წილები ცოტა სხვანაირად იყო  დაკომპლექტებული, ამ კომპანიის 50%-ს ნორვეგიული „ქლინ ენერჯი“ ფლობდა, ხოლო 50-ს „ენკა“.  მას შემდეგ რაც 2019 წელს მთავრობასთან საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ამ პროექტის მშენებლობის და ოპერირებს ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, ენკამ  ნორვეგიული მხრიდან  წილი გამოისყიდა და დღეისათვის არა მხოლოდ სახელი, არამედ მფლობელიც შეცვლილია. პროექტი, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მოიცავს და 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საკმაოდ მასშტაბურია და GDP- ის მიმართულებით დიდ წვლილს შეიტანს. ენკა საერთაშორისო დონის კორპორაციაა,რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 50 ფილიალი აქვს და 60-მდე ქვეყანაში ოპერირებს. მისი პორტფელი მოიცავს  არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ საკმაოდ მასშტაბურ მიმართულებებს, იქნება ეს მაგისტრალები, ავტობანები, უძრავი ქონება თუ სხვა. ენკაში 25 000 ადამიანია დასაქმებული. თვითონ ენერგეტიკის მიმართულებით მშენებლობის ნაწილში მისი პორტფოლიო დაახლოებით 27 ელექტროსადგურს მოიცავს, რომელიც  ჯამური დადგმული სიმძლავრით  22 000 მეგავატია, ხოლო თვითონ ენკა ფლობს რამდენიმე კობიდნირებული ციკლის სადგურს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 4 000 მეგავატია“, -  აღნიშნა ელენე ღუბიანურმა.

 

ელენე ღუბიანურმა აღნიშნა, რომ ნამახვანჰესი „ენკას“- თვის პირველი მასშტაბური პროექტი არ არის და მან 2014-2019 წლებში BP-სთან ერთად სამხრეთ კავკასიის მილსადენების გაფართოების პროექტი წარმატებით განახორციელა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ენკას“- თვის საქართველო და საქართველოს მოსახლეობა უცხო არ არის.

 


„ჩვენდა სამწუხაროდ, პროექტის განვითარების კუთხით მიწის და რიგის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული გვქონდა, რის შესაძლებლობასაც დღეისათვის არსებული მშენებლობის ნებართვა გვაძლევს. ნებართვის განახლებული ვერსიაც 2020 წელს გამოიცა. მოხდა პროექტის გარკვეული ოპტიმიზაცია. ის ნებართვები, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადმოგვეცა,  საჭიროებდა ცვლილებებს, შესაბამისად ამ განახლებული ცვლილებით მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოდან პროექტის ოპონენტებმა  პროტესტის  საკმაოდ  რადიკალურ ზომებს მიმართეს. თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ მათ  გარემოს დაცვის მიმართულებით ჰქონდათ  გარკვეული შეკითხვები. მინდა ავღნიშნო, რომ პროექტის გადმობარების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან გვქონდა როგორც ინდივიდუალური , ასევე  ჯგუფური შეხვედრები. გარემოს დაცვის სამინსიტროს ორგანიზებით ტარდებოდა  საჯარო  განხილვები,სადაც  ყველა მხარეს ჰქონდა თავისი მოსაზრების და წუხილის გამოთქმის შესაძლებლობა. ჩვენ ამის საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტრომ გარკვეული დამატებითი ინფორმაციის წარდგენაც მოგვთხოვა, ეს  ყველაფერი იყო საჯარო, რაც მოგვიანებით მათ გვერდებზე გამოქვეყნდა“, - აღნიშნა ელენე ღუბინაურმა.

 

ღუბინაურის განმარტებით, ენკას იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, რაც კანონმდებლობით მოეთხოვებოდა და ასეთი პროტესტი ძალიან დიდ წუხილს და შეშფოთებას იწვევს კომპანიაში, რომელიც ამხელა ინვესტიციას ახორციელებს. ღუბინაურმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ  ენკას და ჰესების ოპონენტებს შორის კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა, რადგან ოპონენტებმა პროტესტის რადიკალურ  ზომებს მიმართეს.

 

„რამდენიმე თვის მანძილზე გვქონდა  შეფერხება, არ გვსურდა სიტუაციის დაძაბვა და ვცდილობდით ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სამწუხაროდ ეს ესე არ მოხდა და იანვრის ბოლოს უკვე  შესაბამის უწყებას მივმართეთ, რადგან ჩვენი უფლებები, მათ შორის  საკუთრების უფლება ყოფილიყო დაცული. იმისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა  გაგვეგრძელებინა საჭირო გახდა სამართალდამცავების ჩარევაც“ - აღნიშნა ელენე ღუბინაურმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up