რა პრობლემები აქვს საქართველოში მზის და ქარის ენერგიებს?

რა პრობლემები აქვს საქართველოში მზის და ქარის ენერგიებს?

access_time2019-04-15 09:25:28

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართულ ენერგოსისტემას საერთო ჯამში, 330 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის სადგურების, 150 მგვტ კი – მზის სადგურების ინტეგრირება შეუძლია.


როგორც BM.GE–ს სსე–ს ელექტრული რეჟიმებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა არჩილ კოხტაშვილმა განუცხადა, მზის და ქარის ენერგიების ქსელთან მიერთების შეზღუდვებთან დაკავშირებით მოცემული პარამეტრები გერმანელ კონსულტანტებთან მუშაობის შედეგად დადგინდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ელექტროსისტემა ინტეგრაციის მაქსიმიზაციაზე მუშაობას განაგრძობს.


პირველი, ეს არის ქარის პროგნოზირება. ამასთან დაკავშირებით, USAID-თან ერთად ვმუშაობთ, რათა სრულყოფილი იქნას ქარის პროგნოზირების სისტემები და მივიღოთ ზუსტი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ქარის გენერაცია. ეს აუციელებლია იმისთვის, რომ რეზერვები სწორედ დაინერგოს და მობილიზებული იყოს სისტემაში სადგურები, რომ თუ ქარი ამოვარდა, სიმძლავრეები მოიხსნას და თუ ქარი ჩადგება, სადგურებმა სიმძლავრე აიღონ, – განმარტა მან.


გარდა ამისა, სსე ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების საქართველოში დანერგვის სტრატეგიაზე მუშაობს. კერძოდ, არჩილ კოხტაშვილის განმარტებით, ამ სტრატეგიის მიხედვით დადგინდება, თუ ვინ, როგორ უნდა შეიძინოს ბატარეები, როგორ უნდა იქნას სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტაციაში ეს ყველაფერი აღწერილი და თუ საჭიროა, საკანონმდებლო დონეზე როგორ იქნას ცვლილებები შეტანილი, რათა საინტერესო იყოს როგორც ინვესტორებისთვის, ისე – სისტემისთვის.



შემნახველი ბატარეების სისტემის დანერგვა  შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თუ ქარი ჩადგა, ბატარეები უზრუნველყოფენ გენერაციას და ამით სისტემის პარამეტრები, ისეთი როგორიც არის სიხშირე, არ გაუარესდება და თუ ქარი ამოვარდება, საკმარისი დამატებითი მოხმარება შეიქმნება და ამით დაბალანსდება სისტემა, – განმარტა მან.


კონკრეტულად მზის სადგურებს რაც შეეხება, არჩილ კოხტაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში უფრო რთულად არის საქმე, რადგან ქარისგან განსხვავებით, იმის პროგნოზირება, თუ როდის გადაეფარება მზეს ღრუბელი, უფრო რთულია.


მზეს გააჩნია ასეთი თავისებურება – თუ ღრუბელი გადაივლის მზის სადგურის თავზე, გენერაცია რამდენიმე წამში 80%–მდე მცირდება, ანუ სისტემაში დეფიციტი წარმოიქმნება. ერთი ლოკაციიდან დაახლოებთ 10 მეგავატის ფარგლებში, დეფიციტებს სისტემა აიტანს, თუმცა შესაძლებელია 20, 30 და მეტი მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურების ქსელთან მიერთებაც, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან პატარა სიმძლავრის ბატარეები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ მყისიერად არ შეწყდეს გენერაცია ღრუბლის გადავლისას, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ტექნოლოგია ვითარდება და იაფდება, ამიტომ მალე საქართველოში ინვესტორებსაც შეეძლებათ მათი ინსტალაცია.


გარდა ამისა, ეს შეზღუდვა არის დაახლოებით 2021 წლამდე. ამის შემდეგ, განვსაზღვრავთ, თუ როგორ შეიცვლება სისტემის განვითარება – ვგულისხმობ იმას, რომ თუ მოხდება სისტემაში ისეთი სადგურების ინტეგრირება, როგორიც არის მაგალითად, ხუდონჰესი და ნამახვანი ჰესი, რომელთაც აქვთ დიდი რეგულირების საშუალებები, ეს გარკვეულწილად გახსნის ახალ შესაძლებლობებს მზისა და ქარის ელექტროსადგურების ქსელთან უფრო მეტი ინტეგრირებისთვის, – აღნიშნა არჩილ კოხტაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ქარის მხოლოდ ერთი – ქართლის ქარის ელექტროსადგური მუშაობს, რომლის სიმძლავრე 20 მგვტ–ია, მზის პირველი სადგურის მშენებლობა კი მიმდინარე წლის ბოლომდე, სოფელ უდაბნოში იგეგმება – დადგმული სიმძლავრით 5 მგვტ.


BMG






აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up