რა პრობლემას ქმნის საქართველოში რკინიგზის სპეციალისტების დეფიციტი

რა პრობლემას ქმნის საქართველოში რკინიგზის სპეციალისტების დეფიციტი

access_time2021-11-28 17:00:34

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი, რკინიგზის სფეროს ექსპერტი, დავით გოჩავა საქართველოს რკინიგზაში ფროფესიონალიზმის დეფიციტზე საუბრობს და საკუთარი აზრის გამყარებას გერმანიის მაგალითზე ცდილობს. როგორც ის "კომერსანტს" უხსნის, გერმანულმა კომპანიამ Knorr-Bremse წარმოადგინა შარფენბერგის სისტემის ციფრული ავტოგადასაბმელის (Digital Automatic Coupling - DAC) დიზაინის ვარიანტი ევროპის სარკინიგზო სატვირთო მოძრაობისათვის. პროგრამის European DAC Delivery Programme (EDDP) თანახმად DAC-ავტოგადასაბმელით აღიჭირვება დაახლოებით 500000 სატვირთო ვაგონი და 17000 ლოკომოტივი. ამ ბაზარზე კომპანის Knorr-Bremse მოუწევს კონკურენცია კომპანიებთან Voith, Dellner და Wabtec.

გოჩავას ინფორმაციით, პროგრამა European DAC Delivery Programme (EDDP) მოქმედებს ინიციატივის Shift2Rail ფარგლებში. Shift2Rail Joint Undertaking (S2R JU) - ეს არის სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ახალი ფორმა რკინიგზის სექტორში, რომელიც გვთავაზობს ახალ პლატფორმას თანამშრომლობისათვის და ბიძგს აძლევს ინოვაციების დანერგვას.

დავით გოჩავა "კომერსანტს" უხსნის, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობას ამ ორგანიზაციასთან კავშირების დამყარების აუცილებლობაზე ესაუბრა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რკინიგზაში Shift2Rail-ის არსებობა და მნიშვნელობა არც კი იცოდნენ. არადა, დავით გოჩავა ამტკიცებს, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელთანაც ურთიერთობების გარეშე საქართველოს ტერიტორია, უბრალოდ, სატრანზიტო სივრცე იქნება მხოლოდ, თანაც ქმედუუნარო და არაეფექტიანი.

"როცა რკინიგზის ხელმძღვანელობას ამ ორგანიზაციასთან კავშირების დამყარების და მასთან მუშაობის აწყობის შესახებ ვესაუბრე, - რა არისო Shift2Rail, იკითხეს! არადა ეს ის ორგანიზაციაა, რომელთანაც ურთიერთობების გარეშე საქართველოს ტერიტორია, უბრალოდ, სატრანზიტო სივრცე იქნება მხოლოდ, თანაც ქმედუუნარო და არაეფექტიანი, რადგან ჩავიკეტებით ახალქალაქსა და გარდაბანს, გადრაბანსა და ფოთს, ბათუმსა და სახადლოს შორის, და ვერ მივიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში სრულფასოვნად. ფუნდამენტური ცვლილებები რკინიგზაში გარდაუვალია! ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უნდა იყოს რკინიგზის სააგენტოს შექმნა!" - განუცხადა "კომერსანტს" გოჩავამ და იქვე აგვიხსნა Shift2Rail Joint Undertaking-ის მნიშვნელობა და წარმომავლობა.

მისი თქმით, Shift2Rail Joint Undertaking-ს დამფუძნებელი წევრები არიან ევროკავშირი და სარკინიგზო სექტორის რვა წარმომადგენელი, მათ შორის სარკინიგზო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები Alstom (მსხვილი ფრანგული მანქანათმშენებელი კომპანია, ენერგეტიკული და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში), Ansaldo STS (იტალიური კომპანია, რომელსაც წამყვანი ადგილი უკავია სიგნალიზაციის და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემების შექმნაში სამგზავრო და სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვების სექტორში), Bombardier (კანადური მანქანათმშენებელი კომპანია, მსოფლიოში სარკინიგზო ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი), Construcciones y Auxiliar de Ferrocarriles (CAF - ესპანური მანქანათმშენებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს მოძრავ შემადგენლობას, უშვებს მატარებლებს მეტროპოლიტენისათვის, რკინიგზისათვის, ტრამვაის, დიდჩქარულ მატარებლებს და ა.შ.), Siemens (გერმანული ტრანსნაციონალური კონცერნი) და Thales (ფრანგული მულტინაციონალური კომპანია), აგრეთვე ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანიები Network Rail (ინგლისის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მფლობელი და მმართველი კომპანია) და Trafikverket (შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაცია).

გოჩავას განმარტებით, დამატებითი წევრების შერჩევა მოხდება წინასწარი გასაუბრების (an open call) გზით. მიზანია სარკინიგზო საწარმოებისა და სარკინიგზო სექტორის სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო და კერძო სტეიკჰოლდერების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული და სექტორის გარეთ მოღვაწე სუბიექტების სრულად წარმოდგენა.

საუბრის დასასრულს გოჩავა საქართველოს რკინიგზაში პროფესიონალი კადრების დეფიციტზე კიდევ ერთხელ აკეთებს აქცენტს და გვეუბნება, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა ვერ ზრდის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამის კონკურენტუნარიან კადრებს. მისი აზრით გამოსავალი შემდეგშია:

"უნდა შეიქმნას საქართველოს რკინიგზაში დამოუკიდებელი ერთეული სარკინიგზო მშენებლობის და ლიანდაგის მოვლა-შენახვის დანაყოფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენს გარშემო სარკინიგზო სექტორში მიმდინარე სამშენებლო პროექტებში და ა.შ. განათლების სამინისტრო ამას ვერ იზამს: ამის მაგალითია სარკინიგზო კოლეჯი... - დიდი რეკლამა კი აქვს, მაგრამ რეალურად ის ვერ ზრდის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამის კონკურენტუნარიან კადრებს... ყველაფერი კი უნდა დაიწყოს რკინიგზის სააგენტოს შექმნით. ის არის ფუნდამენტური ცვლილებების მასტიმულირებელი," - განუცხადა "კომერსანტს" გოჩავამ.

ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up