რა პრევენციულ ზომებს ატარებს კომპანია სილქნეტი COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგოდ

რა პრევენციულ ზომებს ატარებს კომპანია სილქნეტი COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგოდ

access_time2020-03-13 17:45:21

თანამშრომლებისა და მომხმარებლის, ასევე მთელი საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვისა და ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია სილქნეტი 24 საათიან რეჟიმში იმყოფება, რათა ყველა საჭირო ნორმის დაცვით უზრუნველყოს ვირუსის პრევენცია პანდემიის პერიოდში.

 

სილქნეტმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი რესპირატორული ვირუსის COVID-19-ის საქართველოში გავრცელების პირველივე დღეებიდან ოპერატიულად მიიღო ყველა საჭირო ზომა შრომის უსაფრთხოების წესების დასაცავად.

 

თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, სილქნეტი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, რათა არ შეიქმნას ვირუსის გავრცელების რისკი სამუშაო ადგილებზე ერთ სივრცეში მყოფი ადამიანებისთვის. ამასთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური შიდა კომუნიკაცია სრული ინფორმირებისთვის, როგორც კომპანიის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ასევე ზოგადი უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ბოლო პერიოდში ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული თანამშრომლები იმყოფებიან 14 დღიან იზოლაციაში. გაუქმდა ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს ვიზიტი უცხოეთში. ასევე, ადრეული პრევენციის მიზნით, ვირუსის საყოველთაო გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე, კომპანიამ სტრატეგიული პროექტი შეაჩერა და გააუქმა ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ვენდორის ვიზიტი.

 

მომსახურების ოფისები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში დროებით დაკეტილია, ხოლო დანარჩენ სერვის ცენტრებში გატარებულია ყველა პრევენციული ზომა.  თბილისისა და რეგიონების ადმინისტრაციულ შენობებსა და მომსახურების ოფისებში ტარდება პერიოდული დეზინფექცია. ყველასთვის ხელმისაწვდომია სადეზინფექციო ხსნარები ოფისებში. კომპანიამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პირველივე შემთხვევიდან მოახდინა აღნიშნული უსაფრთხოების ზომების მიღება.

 


იმ თანამშრომლებს, ვისაც უწევთ უშუალოდ საცხოვრებელ ფართებსა და დაწესებულბებში ადგილზე მისვლა აბონენტებთან, კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ეკიპირებით, რათა ეს ვიზიტები უსაფრთხო იყოს,  მათი და მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის.

 

გარდა აღნიშნული პრევენციული ზომებისა, სილქნეტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი გახადა უფასო და არსებულ 10 ფიქსირებულ სატელეფონო ხაზს, ასევე, კიდევ 20 არხი დაუმატა უფასოდ, ონლაინ სწავლებაზე გადასულ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას და იმ საკარანტინო ზონებს, სადაც მოქალაქეები იმყოფებიან იზოლაციაში აწვდის გაზრდილი სიჩქარის ინტერნეტს. წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა სპეციალურად შექმნილი COVID-19-ის ცხელი ხაზის ნომერი. ზარები უფასოა როგორც აბონენტისთვის, ასევე წითელი ჯვრისთვის.

 

ონლაინ სწავლების ხელშესაწყობად, გარდა ინტერნეტით უზრუნველყოფისა, სილქნეტი უფასოდ აწვდის სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებზე გათვლილ სერვისს „საშინაო სკოლა“. ეს პორტალი ხელმისაწვდომია, როგორც ტელევიზორით, ასევე სმარტფონით და კომპიუტერით. იმ აბონენტებისთვის, რომლებიც არ იყვნენ აქამდე დარეგისტრირებული ამ პორტალზე, კომპანია გააუქმებს რეგისტრაციის აუცილებლობას, რათა ყველა მსურველმა მომენტალურად შეძლოს „საშინაო სკოლით“ სარგებლობა. ამჟამად, მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსტან, რათა მოშორებულ რეგონებში, სადაც არ არის ინტერნეტი, სკოლის მოსწავლეთათავის სილქნეტის „საშინაო სკოლა“ გავიდეს ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე.

 

თითქმის ყველა სერვისის მიღება შესაძლებელია ონლაინ, სილქნეტის მობილური აპლიკაციის (My Silknet) და ვებ პორტალის მეშვეობით.  ოფისში მისვლის გარეშე, აბონენტი შეძლებს მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, ან მომსახურება: გადახდები, პაკეტის ყიდვა-გააქტიურება და ა.შ. ქოლ ცენტრის მომსახურება, ასევე, გადასულია განსაკუთრებულ რეჟიმზე და გარდა ჩვეული მომსახურებისა, აბონენტებს უზრუნველყოფს დამატებითი სერვისების მიწოდებით, რათა ამ გზითაც, გამოირიცხოს ოფისში მისვლის აუცილებლობა.

 

სილქნეტი მზადაა სათანადო ღონისძიებები გაატაროს ყველა მიმართულებით და აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს, რათა დროულად აღმოაჩინოს საჭიროება და ოპერატიულად მიიღოს ზომები.


თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up