რა პირობების დაცვით იმუშავებენ დღეიდან კვების ობიექტები, ბაზრობები და მოლები - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განმარტება

რა პირობების დაცვით იმუშავებენ დღეიდან კვების ობიექტები, ბაზრობები და მოლები - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განმარტება

access_time2020-06-01 10:15:54

საქართველოში დღეიდან მუშაობას განაახლებენ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები. ასევე, გაიხსნება ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები.


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, ობიექტებს გარკვეული პირობების დაცვა მოუწევთ.


„როგორც იცით, იხსნება ღია ტიპის რესტორნები, ბაზრობები, მოლები. მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ განსაზღვრული არის გარკვეული სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც უნდა შეასრულონ. რესტორნებს რაც შეეხება, იზღუდება ის, რომ მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, სკამის საზურგეებს შორის უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია. მნიშვნელოვანია, რომ ერთ მაგიდასთან უნდა იყოს არაუმეტეს ექვსი ადამიანისა. ასევე, განსაზღვრულია მოთხოვნები სამზარეულოსთვის, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები. რაც შეეხება მოლებს, ვინაიდან დახურული სივრცეა, ვენტილაციის სპეციალური მოთხოვნებია. უნდა იყოს სუფთა, გარედან მოწოდებული ჰაერი დასაშვებზე 40 პროცენტით მეტი. რაც შეეხება ბაზრებს, ბაზრებში უნდა განხორციელდეს ერთიანი შესასვლელი და გასასვლელი და თერმოსკრონინგი. ასევე, სავალდებულოა, ე.წ. დახლებთან მოეწყოს დამცავი ბარიერები, რომლებიც შეამცირებს კონტაქტს მესამე პირებთან“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.



მისი თქმით, მოთხოვნების დაცვაზე კონტროლს განახორციელებს შრომის ინსპექცია, სხვადასხვა უწყებების დახმარებით.


„რესტორნების შემოწმებაში ჩართული იქნება სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურები. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოც დახმარებას გაგვიწევს ინსპექტირების პროცესში. კოორდინაციას გაუწევს შრომის ინსპექცია და დღის ბოლო მონაცემების თავმოყრა მოხდება შრომის ინსპექციის მიერ“, – დასძინა ბექა ფერაძემ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up