რა პარამეტრებზეა გათვლილი ბათუმის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი?

რა პარამეტრებზეა გათვლილი ბათუმის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი?

access_time2022-11-25 12:00:09

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი  275,400.0 ათას ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2023 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები 94,153.5 ათას ლარით განისაზღვრა. როგორც ცნობილია, საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე მუხლის 6-ე და 61-ე პუნქტების გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესაბამისად. მათ შორის: ქონების გადასახადი -40,000.0 ათასი ლარი; დამატებული ღირებულების გადასახადები - 54,153.5 ათასი ლარი.

ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტით, ფინანსური დახმარების საპროგნოზო მაჩვენებელი 114,000.0 ათასი ლარით განისაზღვრა, მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები - კაპიტალური ტრანსფერი - 53,960.5 ათასი ლარი და სპეციალური ტრანსფერი - 60,039.5 ათასი ლარი.

2023 წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 54,246.5 ათასი ლარის ოდენობით:

• საკუთრებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3,420.0 ათასი ლარის ოდენობით. აქედან:
- პროცენტების სახით დაგეგმილია 1,590.0 ათასი ლარის მობილიზება;
- რენტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1,830.0 ათასი ლარის ოდენობით.

• საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 43,750.0 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
- სანებართვო მოსაკრებლები - 750.0 ათასი ლარის ოდენობით.
- სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 37,700.0 ათასი ლარის ოდენობით.
- მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის - 5,300.0 ათასი ლარის ოდენობით.

• ჯარიმებით, სანქციებითა და საურავებით მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5,900.0 ათასი ლარის ოდენობით.

• შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1,176.5 ათასი ლარის ოდენობით.
არაფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 13.000.0 ათასი ლარით.

არაფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 13.000.0 ათასი ლარით

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 280,700.0 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელები
შემდეგნაირად გადანაწილდა: 

• ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 68.0% - 190,967.4 ათასი ლარი მოდის ხარჯებზე, მათ შორის:
- შრომის ანაზღაურება - 37,158.4 ათასი ლარი;
- საქონელი და მომსახურება - 64,675.2 ათასი ლარი;
- პროცენტი - 4,858.4 ათასი ლარი;
- გრანტები - 15.0 ათასი ლარი;
- სუბსიდიები - 23,269.1 ათასი ლარი;
- სოციალური უზრუნველყოფა - 15,339.3 ათასი ლარი;
- სხვა ხარჯები - 45,652.0 ათასი ლარი;

• მთლიანი ასიგნებების 22.0% - 61,680.8 ათასი ლარი მოდის არაფინანსური აქტივების ზრდაზე.

• ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვალდებულებების (სესხის ძირი თანხის) დაფარვას 28,051.8 ათასი ლარი მოხმარდება, რაც მთლიანი ასიგნებების 10%-ია.

• პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად:
- წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 45,503.3 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) სასესხო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა - 32,910.2 ათასი ლარი;
ბ) სარეზერვო ფონდი - 1,850.0 ათასი ლარი;
გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი - 100.0 ათასი ლარი;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 119,982.3 ათასი ლარი;
- ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 25,727.1 ათასი ლარი;
- განათლება - 34,329.2 ათასი ლარი;
- კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 18,594.9 ათასი ლარი;
- ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 25,462.2 ათასი ლარი;
- ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 1,125.7 ათასი ლარი;
- მუნიციპალური სერვისების განვითარება - 9,975.3 ათასი ლარი. ათასი

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...

მსგავსი სიახლეები

up