რა მოხდება „ლოქდაუნის“ მესამედ გამოცხადების შემთხვევაში

რა მოხდება „ლოქდაუნის“ მესამედ გამოცხადების შემთხვევაში

access_time2021-03-25 18:00:46

ეკონომისტი, აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი პანდემიის შედეგად შეზღუდვების  შესაძლო დაწესებაზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ახალი „ლოქდაუნის“ გამოცხადების შემთხვევაში უმუშევრად დარჩენა, დამატებით 100 000-150 000 -მდე ადამიანს ემუქრება.

 

ბოლო დღეებია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი შეზღუდვების ახალ ტალღაზე. ახლა გეტყვით რა მოხდება „ლოქდაუნის“ მესამედ გამოცხადების შემთხვევაში. უმუშევრობის დონე, რომელიც ისტორიულად მაღალია და 20.4% შეადგენს, კიდევ გაიზრდება და ახალი „ლოქდაუნის“ შემთხვევაში უმუშევრად დარჩენა, დამატებით 100 000-150 000 -მდე ადამიანს ემუქრება.



მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ ერთ სულზე) დოლარში გამოსახული, კიდევ უფრო შემცირდება და ის 4 000$-ის ფარგლებში იქნება.(დაახლოებით 2011 წლის დონეზე). ამ გამოწვევებს ხელისუფლება ფისკალური და სოციალური სტიმულების პაკეტებით უპასუხებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ისედაც დიდ ლარის მასას და წნეხს წარმოქმნის ეროვნულ ვალუტაზე. რის შემდეგაც კურსი მნიშვნელოვნად გადაიხრება და დაიწყებს ახალი წონასწორობის ნიშნულის ძებნას. ამ პროცესს განეიტრალებას ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციებით შეეცდება. თუმცა, ზემოთ ნახსენები სცენარის შემთხვევაში, სებ-ი ვერ მოახერხებს ბაზარზე ბალანსის შენარჩუნებას და არც გააჩნია ამის რესურსი.


თავის მხრივ ეს პროცესი გამოიწვევს ახალ წნეხს ინფლაციაზე, რომელიც ნომინალური კურსიდან იქნება წამოსული, რასაც ცალსახად ვერ გაუმკლავდება სებ-ის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რეფინანსირების განაკვეთის სახით. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ სებ-ს მიწოდების შოკების საწინააღმდეგოდ ბერკეტი პრაქტიკულად არ გააჩნია,- წერს ბაირახტარი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up