რა მოხდება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - 4 მთავარი სცენარი

რა მოხდება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - 4 მთავარი სცენარი

access_time2020-11-02 20:30:00

3 ნოემბერს მსოფლიოში წლის უმნიშვნელოვანესი - აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება.

 

ამერიკაში დღეს საკმაოდ დაძაბული ვითარებაა და საზოგადოების პოლარიზების დონე უჩვეულოდ მაღალია - დამანგრეველმა პანდემიამ და საპროტესტო გამოსვლებმა არჩევნებს ამერიკისთვის უჩვეულო ფონი შეუქმნეს.

 

არსებობს მოვლენათა განვითარების 4 ძირითადი სცენარი.

 

პირველი   - ტრამპის გამარჯვება, რომელიც ნაკლებად რეალურია თუმცა, ბაზრისთვის ნეიტრალური. ის ხომ პრეზიდენტია 4 წლის მანძილზე და მისი მეორე ვადა უკვე არავითარ მოულოდნელობებს არ მოიტანს.

 

მეორე - საკამათო შედეგები,  როდესაც სხვაობა ხმებს შორის იმდენად უმნიშვნელო იქნება, რომ ყოველ მხარეს მათი გასაჩივრების შესაძლობლობა ექნება. ეს სცენარი ეკონომიკისთვის ნეგატიურია, რადგანაც დიდ გაურკვევლობას გამოიწვევს.

 

მესამე - ბაიდენის გამარჯვება იმ პირობებში როდესაც რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობას შეინარჩუნებენ.  ეს პოზიტიური სცენარია, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ბაიდენს მოწინაამღდეგე პოლიტიკური ძალა გააწონასწორებს.

 

მეოთხე სცენარია ბაიდენის და პარალელურად კონგრესის არჩევნებში (რომლებიც ასევე 3 ნოემბერს ტარდება) დემოკრატების გამარჯვება. ის ბაზრისთვის ყველაზე ნეგატიური სცენარია, რადგანაც ეს დაუყოვნებლივ და წინაამღდეგობის გარეშე გადასახადების ზრდას ნიშნავს.

 


დონალდ ტრამპი ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს უკვე არსებული პოლიტიკის გაგრძელებას აანონსებს. მისი მიდგომები ყველასთვის უკვე კარგადაა ცნობილი და სავარაუდოდ, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.

 

ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას ახალი იარაღის მეშვეობით კვლავაც გავაგრძელებთ. არავის არ აქვს შეიარაღება, რომელიც ჩვენსას ოდნავ მაინც შეედრება. იმედი მაქვს ამერიკას მისი გამოყენება არასდროს მოუწევს. თუმცა, ჩვენ ძალისმიერი პოზიციიდან  მშვიდობას კვლავაც დავამყარებთ. ეს ყველაფერი სწორედ ამიტომ კეთდება   - განაცხადა ტრამპმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ირანთან ახალ ბირთვულ ხელშეკრულებას დადებს, რომელიც გრძელვადიან მშვიდობას ხელს მეტად შეუწყობს.

 

ტრამპმა ასევე ფედერალურ ბიუროს ბაიდენის შვილის წინაამღდეგ გამოძიების დაწყება  და მისი კონკურენტის ოჯახის გასამართლება კორუფციის გამო მოითხოვა.

 

ტრამპი ასევე ჩინეთთან სავარაუდოდ სავაჭრო ომს გააგრძელებს - ერთ-ერთ ტელეპროგრამაში მან განაცხადა, რომ „ბევრ რამეს უზამს ჩინეთს“ თუმცა, არ დაუზუსტებია კონკრეტულად რას.

 

უფრო საყურადღებოა ჯო ბაიდენის დაპირებები.

 

ჩვენ უნდა მოვახდინოთ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია იმისთვის, რომ ამასთან დაკავშირებული საქმეები ადამიანს კრიმინალურ ისტორიას არ უნდა უქმნიდნენ  - თვლის დემოკრატი კანდიდატი.

 

ჩვენ დღეს უფრო იზოლირებულები ვართ საერთაშორისო არენაზე, ვიდრე ოდესმე. ირანი ბირთვულ იარაღთან უფრო ახლოსაავიდრე ოდესმე იყო. ჩრდილოეთ კორეას მეტი ატომური ბომბი აქვს ვიდრე ოდესმე ჰქონდა. დღეს ჩვენ ნატოელი მოკავშირეები ამბობენ, ჩვენ უკვე ვერ გვენდობიან. მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენ გაცილებით ნაკლებად უსაფრთხოდ ვართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით - ამბობს ბაიდენი.

 

ბაიდენი რუსეთს უსაფრთხოების კავშირების დანგრევის მცდელობის მხრივ მთავარ მტრად მიიჩნევს, ის ასევე ლუკაშენკოს წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების მომხრეა.

 

ბაიდენი ჩინური პროდუქციის მიმართ შემოღებული ტარიფების გაუქმებას არ აპირებს, თუმცა, ტარიფების საკითხების  საკვანძო მოკავშირეებთან - კანადასთან და ევროკავშირთან - განხილვას გეგმავს.

 

forbes.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up