„რა მოსდის ლარს? - ერთ-ერთი მიზეზი სეზონური ფაქტორია“ - რომან გოცირიძე

„რა მოსდის ლარს? - ერთ-ერთი მიზეზი სეზონური ფაქტორია“ - რომან გოცირიძე

access_time2021-06-03 09:50:37

ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების მაჩვენებელთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:


„რა მოსდის ლარს?

ლარი გამყარდა და როგორც ყოველთვის, გაკვირვებას არის მიცემული ხალხი- ვერ გაუგიათ, რატომ ხდება ეს, ისევე, როგორც, გაურკვევლობაა გაუფასურების შემთხვევაშიც.

ეროვნული ბანკის და ექსპერტების ახსნა-განმარტებისა არავის სჯერა, რადგან უკვე სასაცილოდ იქცა ყველაფრის “მოლოდინებით” და “თურქული ლირით” ახსნა. თურქულმა ლირამ კიდევ ერთხელ დასცინა ჩვენს “განმმარტებლებს”-ბოლო პერიოდში ისტორიულ მაქსიმუმამდე დაეცა მისი კურსი, როცა ლარი პირიქით, გამყარდა.

ლარი მყარდება მრავალი მიზეზის გამო. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.  ერთ-ერთი მიზეზი სეზონური ფაქტორიცაა. ტრადიციულად, ზაფხულში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე მოხდება. გააჩნია, სხვა ფაქტორები რა ზომით მოახდენენ მასზე ზემოქმედებას.

მოდით, დავაკვირდეთ ლარის კურსზე მოკლევადიან პერიოდში ზემოქმედების ორ ფაქტორს, რომელზეც იშვიათად ან თითქმის არ საუბრობენ- სეზონურობას და არჩევნებს. ერთისა და მეორე ფაქტორის მოქმედების მექანიზმები დღეისათვის უკვე ჩართულია. წელს არჩევნებია.

სიღრმისრულ ანალიზს თავი რომ დავანებოთ, მივმართოთ ყველაზე პრიმიტიულ, შემთხვევითი დაკვირვების მეთოდს. როგორც ამინდს აკვირდებიან ხოლმე წლის ამა თუ იმ დღეს, მსგავსად ამისა დავაკვირდეთ ლარსაც. ჩვენდა გასაკვირად, დავინახავთ, რომ ასეთი სახის დაკვირვების შედეგიც კი  მრავლისმეტყველი იქნება.

ლარი გუშინაც გამყარდა. გუშინ 2 ივნისი იყო. მოდით, ანალიზისთვის ავიღოთ ეს დღე, 2 ივნისი  და ვნახოთ რა ხდებოდა ამ დღეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში და შევადაროთ ასევე იმას, თუ  რა ხდებოდა, ვთქვათ, იმავე წლის 2 დეკემბერს. დეკემბრის თვე იმიტომ ავიღეთ, რომ არჩევნების მეორე ტურები შემოდგომის ბოლოს უკვე მორჩენილია და შედეგებიც ცნობილია. ამის ცოდნა იმიტომ გვჭირდება, რომ ეროვნული ბანკი უკვე არაა მონდომებული ამ დროისათვის კბილებით (ძირითადად, ინტერვენციებით) შეინარჩუნოს ლარის  კურსი, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა წინასაარჩევნო პერიოდში და ამით პოლიტიკურ სამსახურს უწევდა ხელისუფლებას.


დავიწყოთ წმინდა მექანიკური შედარება. ერთი დოლარი ტოლი იყო:

2021 წ. 2 ივნისი-3,22 ლარი; 2 დეკემბერი? ვნახოთ რამდენი იქნება. პროგნოზი: არჩევნების წელია,  მის დამთავრებამდე არსად გაიქცევა. მერე, როგორც ყოველთვის.

2020 წ. 2 ივნისი-3,11ლარი;  2 დეკემბერი-3,32 ლ.( არჩევნების წელი).

2019 წ. 2 ივნისი-2,78ლარი;  2 დეკემბერი-2,97ლ.

2018 წ. 2 ივნისი-2,47ლარი;  2 დეკემბერი-2,67 ლ.

2017 წ. 2 ივნისი-2,41ლარი; 2 დეკემბერი 2,71 ლ. (არჩევნების წელი).

2016 წ. 2 ივნისი-2,14ლარი;  2 დეკემბერი-2,58 ლ.( არჩევნების წელი.)

როგორც ვხედავთ, კანონზომიერება აშკარაა. ზაფხულის დასაწყისში ლარი იწყებს გამყარებას, შემოდგომის ბოლოს იწყებს გაუფასურებას.  არჩევნების დამთავრებისთანავე ეროვნული ბანკი უშვებს ხელს და აძლევს სწრაფი ვარდნის საშუალებას. კურსთა შორის  სხვაობა შესადარის საწყის და საბოლოო თვეებს შორის არის 20-30-40 თეთრი. მის სიდიდეს საარჩევნო წელიც განსაზღვრავს. 

კიდევ ერთი ტენდენციის შესახებ, რაც ამ, საანალიზო პერიოდში იკვეთება და რისი გადამოწმებაც ადვილია. როდესაც ლარი სეზონურ გამყარებას იწყებს, ეროვნული ბანკი ვარდება ილუზიებში და იწყებს დოლარების შესყიდვას რეზერვების შესავსებად. როგორც კი ამას დააპირებს, აპანიკებს ბაზარს და ჩაირთვება გაუფასურების მექანიზმი. ამის მერე ეროვნულ ბანკს უწევს დიდძალი რეზერვების გაყიდვა, რათა ლარის გაუფასურება შეანელოს. ამას კარსმომდგარი არჩევნების გამოც სჩადის.  ეს არის სასჯელი სულსწრაფობისათვის. აქედან დასკვნა: არ გაბედოს ახლა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები დოლარის შესასყიდად. იმდენად მყიფეა მდგომარეობა, რომ ასეთ შემთხვევაში ასპროცენტიანი სიზუსტით ჩაირთვება ის მექანიზმი, რაც ზემოთ აღვწერე. რამდენსაც იყიდის უცხოურ ვალუტას, ათი იმდენის გაყიდვა მოუწევს მერე.

და ბოლოს-სეზონური ფაქტორი არ ნიშნავს მხოლოდ თბილ თუ ცივ ამინდს. სეზონურობა ბიუჯეტის ხარჯვასაც ახასიათებდა-წლის პირველ ნახევარში ვერ ხდებოდა თანხების დროული ათვისება და წლის ბოლოსკენ გაორმაგებული ოდენობით ხდებოდა მხარჯველი ერთეულებისათვის ფულის მიწოდება.

ერთი რამ ფაქტია: ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ არასდროს ყოფილა მცდელობაც კი, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აეხსნათ საზოგადოებისათვის, თუ რა მოსდის ლარს. ესეც ლარის გაუფასურების მრავალ ფაქტორთაგან ერთ-ერთი ფაქტორია,  წერს რომან გოცირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up