პირებმა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებსა და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში, კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის რეგისტრაციის სტატუსი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილენ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და საგადასახადო შეღავათების პრეზენტაციისას განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის ამ სტატუსის მქონე 7 000-მდე პირია დარეგისტრირებული.
თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.
„კომპენსაციის მოიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
imedinews.ge