რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მესაქონლეებს 2020 წლისთვის -  პარლამეტის აგრალურ საკითხთა  კომიტეტის განმარტება “კომერსანტთნ“

რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მესაქონლეებს 2020 წლისთვის - პარლამეტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის განმარტება “კომერსანტთნ“

access_time2019-02-03 16:00:49


რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მესაქონლეებს 2020 წლისთვის -  გავრცელებული ინფორმაციით - ოჯახებს, რომელებიც ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წელს მეწარმე სუბიექტად დარეგისტრიება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა კონკრეტულად რა ცვლილებები შედის კანონში და იქნება თუ არა გადასახადი სოფლის მოსახლეობისთვის, რომელთა ნაწილისთვისაც მესაქონლეობა ერთადერთი შემოსავლის წყაროა.


აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი ადასტურებს, რომ 2020 წლიდან საოჯახო წარმოებაზე კონტროლი მკაცრდება, თუმცა აღნიშნავს რომ ნედლი რძის წარმოება გადასახადს არ დაექვემდებარება.


„დღემდე ფიზიკური პირების მიერ ნაწარმოებ რძეზე და რძის ნაწარმი არ კონტროლდებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. 2020 წლიდან, შემოდის რეგულაცია, რომელიც გაწერილია სურსათის უვნებლობის შესახებ კანონით.  რასაც ჩვენ ვეძახით ოჯახურ პირობებში დამზადებულ რძის პროდუქტებს, ყველა მწარმოებელი რძის, ეს იქნება მსხვილი კომპანია თუ საოჯახო ტიპის წარმოება, დაექვემდებარება კანონს და გაკონტროლდება სურსათის უვნებლობის შესახებ კანონის მიხედვით. ანუ მოხდება კონტროლი რა ჰიგიენურ პირობებში მზადდება ეს პროდუქცია და შეესაბამება თუ არა იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებითაც დღეს კომპანიები აწარმოებენ რძის პროდუქტებს.



ჩვენ თუ ვისაუბრებთ გადასახადზე, სოფლის მეურნეობის პროდუქცია 200 ათას ლარამდე გათავისუფლებულია გადასახადისგან, ანუ ნედლი რძის წარმოება არის თავისუფალი, ხოლო თუ გადამუშავებას აკეთებს ოჯახურ პირობებში, გადამუშავება ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება გარკვეულ დაბეგვრას.


ასე რომ ახალი არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ ოჯახურ პირობებში ნაწარმოები რძის პროდუქტები ჩვეულებრივად მოექცევა ჰიგიენური ნორმების თვალსაზრისით რეგულაციების ქვეშ.


აგრარული კომიტეტის ინტერესი ამ შემთხვევაში არ არის ფინანსური რეგულაციები, ჩვენი ინტერესი არის ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესება და გაკონტროლება. როდესაც ადამიანი ყიდულობს პროდუქტს ის უნდა იყოს დაცული“,-ამბობს „კომერსანტთან“ ირაკლი შიოლაშვილი.


დღესვე განცხადება გაავრცელა სურსათის უვნებლობის სააგენტომ, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:


„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება. 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს“,-წერია განცხადებაში.






მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up