რა არის საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე - ეკონომიკის 60 ექსპერტის შეფასებები და პროგნოზები PMC RC-ის ანგარიშში

რა არის საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე - ეკონომიკის 60 ექსპერტის შეფასებები და პროგნოზები PMC RC-ის ანგარიშში

access_time2022-12-07 13:55:17

ქართველი ეკონომისტები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა მათი მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უარყოფითია. ამის შესახებ საუბარია „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ ანგარიშში, რომელიც პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია. აღნიშნულ პროექტში საქართველოდან 60 ექსპერტი მონაწილეობს, კვლევა კი ნოემბერში ჩატარდა.


კვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი, საშუალოდ 9.5%-ს შეადგენს. ეკონომისტების მოლოდინია, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ინფლაცია შემცირდება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.


გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 90% ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.


გამოკითხულ ეკონომისტთა 94% მიიჩნევს, რომ უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკა მაღალი ინფლაციის საწინააღმდეგო სხვა ზომებთან შედარებით ყველაზე ეფექტური იქნება. ასევე, 89%-ს სჯერა უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობის.



 რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ ძირითად პარამეტრებს: - 78% ფიქრობს, რომ სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდების 38.8%-ზე განსაზღვრა რაციონალურია. - 70% ფიქრობს რომ ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობის 2.9%-ზე განსაზღვრა სწორია. - ნახევარზე ნაკლები (47%) ეთანხმება რომ 18.4 მილიარდი ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები ძალიან მაღალია და უფრო დაბალი უნდა იყოს.


„ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. მათი შეფასება გაუმჯობესდა როგორც  2022 წლის მესამე კვარტალთან, ასევე 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.  თუმცა გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უარყოფითია. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოლოდინი გაუარესდა იმ პოზიტიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ როგორც 2022 წლის მესამე კვარტალში, ასევე 2021 წლის მეოთხე კვარტალში.


გარდა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის დაფიქსირებისა, გამოკითხულმა ექსპერტებმა გააკეთეს საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით:  რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2022 წელს საშუალოდ 9.5%-ს შეადგენს.  მომდევნო 6 თვის განმავლობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსალოდნელია ინფლაციის კლება. ამჟამად, ქართული ლარი: ნაკლებად არის შეფასებული აშშ დოლარისა და ევროს მიმართ; და  უფრო მეტად არის შეფასებული რუსული რუბლისა და თურქული ლირას მიმართ“, აღნიშნულია „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ ანგარიშში. 


გარდა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის დაფიქსირებისა, გამოკითხულმა ექსპერტებმა გააკეთეს საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით:  უახლოეს ექვს თვეში მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის ზრდა, გასულ ექვს თვესთან შედარებით.  უახლოეს ექვს თვეში მოსალოდნელია იმპორტის მოცულობის ზრდა, გასულ ექვს თვესთან შედარებით. მომდევნო ექვს თვეში, გასულ ექვს თვესთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობა უფრო ნაკლებად ზრდა, ვიდრე იმპორტისა, რაც გამოიწვევს მოსალოდნელი სავაჭრო ბალანსის გაუარესებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up