რა მოგებაზე მუშაობს „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია

რა მოგებაზე მუშაობს „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია

access_time2019-07-10 16:52:53

რუსეთის დუმამ გუშინ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა.


კერძოდ, საუბარია, საქართველოდან რუსეთში ღვინის, „ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვასა და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებაზე. თუმცა, მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების წინააღმდეგია.


აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთზე ბაზარზე მოდის, ფულადი გზავნილების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25-29%-ის ფარგლებშია. რუსეთში საქართველოდან ექსპორტირებულ 5 პროდუქტს შორის ერთ-ერთია მინერალური და მტკნარი წყლებიც. მათ შორის, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან 2019 წლის იანვარ-მაისში 25.8 მლნ დოლარის აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი განხორციელდა.


„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია „აიდიეს ბორჯომი საქართველოს" შემოსავლები და მოგება.



როგორც კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა. კონსოლიდირებული ანგარიშგების თანახმად, „აიდიეს ბორჯომის“ სრული შემოსავალი და მოგება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1,130,000 ლარი, ხოლო 2016 წელს - 1,119,000 ლარი იყო. მოგების გადასახადის ხარჯს რაც შეეხება, კომპანიას 2016-2017 წლებში გადასახადი არ გადაუხდია.


ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ საკუთრებაში 22,761,000 ლარის აქტივები იყო. კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა 330-დან 350-მდე მერყეობს.


ცნობისთვის, კომპანია საქართველოში დაფუძნდა 2015 წლის 8 იანვარს. კომპანიის 100%-ის მფლობელია შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“, ხოლო დირექტორი რუსეთის მოქალაქე გიორგი პავლოვია. მშობელი კომპანია ფლობს სხვა რამდენიმე შვილობილ კომპანიას საქართველოში, აზერბაიჯანში, ლიტვაში, ყაზახეთში და სხვა, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან „აიდიეს ბორჯომი გრუპს“. ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა „ბორჯომის“ ბრენდის სახელით ნატურალური მინერალური წყლების ჩამოსხმა და დისტრიბუცია, ისევე როგორც სხვა ბუნებრივი და გადამუშავებული წყლების ჩამოსხმა და დისტრიბუცია საქართველოში, უკრაინაში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში. კომპანია „აიდიეს ბორჯომი გრუპის“ წევრი და ჯგუფში ბორჯომის მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია.



BPN



თეგები:
ბორჯომი



საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...


მსგავსი სიახლეები

up