რა მოელის წვეულებების კულტურას?

რა მოელის წვეულებების კულტურას?

access_time2021-03-04 20:00:14

„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს.

 

არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?

 

ვითარების თუნდაც მოკლე და ზედაპირული ანალიზი ამ სიტყვებს ადასტურებს. კლუბები და ბარები დაკეტილია, მათი გახსნის ვადა კი გაურკვეველი რჩება. საფრანგეთის დასასვენებელი ადგილების და ღამის კლუბების ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში 430 ღამის კლუბი (კლუბების მთლიანი რაოდენობის 30%) სამუდამოდ დაიხურა.

 

თუმცა, ამის მიუხედავად, ფრანგები, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპელები, ცეკვას და კოლექტიურ დროის ტარებას არ წყვეტენ. კვირა არ გადის ისე, რომ პოლიციამ არალეგალური წვეულება არ აღკვეთოს, სადმე რესტორნის საწყობში, ან სულაც რომელიმე მიტოვებულ შენობაში.

 

და ეს მთელს საფრანგეთში და მთელს ევროპაში ხდება. ადამიანები აკრძალვების მიუხედავად, ჩვეული ცხოვრების წესის გაგრძელებას ცდილობენ. მათ შორის ერთ-ერთია - 20 წლის პარიზელი სტუდენტი ლეილა.

 

„როდესაც კორონავირუსი საფრანგეთში გაჩნდა და მთავრობამ კომენდანტის საათი შემოიღო, დამეუფლა ისეთი შეგრძნება, თითქოს ვიღაცამ ახალგაზრდობა მომპარა. ჩემი საუკეთესი წლები თვითიზოლაციაში იკარგება და მე ამას ვერ შევეგუები. რომ არა მეგობრებთან ერთად წვეულებები, ალბათ გავგიჟდებოდი“, - ამბობს ის.

 

26 წლის ხმის რეჟისორი თომა, მარსელიდან, მიიჩნევს, რომ კორონავირუსისთან დაკავშირებული რისკები გადაჭარბებულია.


 

„მე 2-ჯერ გადავიტანე კოვიდი, მაგრამ ცოცხალი ვარ. ჩვენ ყველანაირი სიამოვნება წაგვართვეს - რესტორნები, კონცერტები, ღამის კლუბები, ბოლოს და ბოლოს ბებიების და ბაბუების მონახულებაც კი აგვიკრძალეს. მირჩევნია კიდევ ერთხელ დავინფიცირდე, ვიდრე მეგობრები დავკარგო. ეს ჩემი არჩევანია“ - აცხადებს ის.

 

ასეთი მიდგომა, რომელიც ხშირად დადგენილი ბარიერების იგნორირებას იწვევს, შესაძლოა ეგოისტურად მოგეჩვენოთ. თუმცა, სანამ ახალგაზრდებს ქვას ვესვრით, უნდა გავიაზროთ, რამდენად მძიმეა 18-25 წლის ბიჭებისთვის და გოგოებისთვის წვეულებების, ერთმანეთთან ურთიერთობების და ახალი ადამიანებია გაცნობის გარეშე ცხოვრება.

 

უფროსი თაობისგან განსხვავებით, მათ  საკუთარი მეგობრული, სასიყვარულო, თუ საქმიანი ქსელები ჯერ ჩამოყალიბებული არა აქვთ და მათთვის სოციალური კავშირების შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ამას დისტანციურ სწავლებას დავუმეტებთ, მიხვდებით, რამდენად მარტოხელებად და მიტოვებულად გრძნობენ თავს დღევანდელი ახალგაზრდები.

 

ამ თაობისთვის პანდემიის პირობებში ღამის შეკრებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტიმულად იქცა. რა თქმა უნდა, დაინფიცირების რისკი მაღალია, მაგრამ, როგორც თქვა ნიცშემ - „ჩვენ უნდა ჩავთვალოთ დაკარგულად ყოველი დღე, როდესაც თუნდაც ერთხელ არ ვიცეკვეთ“.

 

ხვალინდელი დღის წვეულებების კონტურები დღემდე გაურკვეველი რჩება, მაშინაც კი, როდესაც აქცენტი ღია სივრცეზე კეთდება, სადაც დაინფიცირების რისკი შედარებით ნაკლებია.

 

18 თებერვალს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა როზელინ ბაჩელომ განაცხადა, რომ საგაზაფხულო და საზაფხულო ფესტივალების ჩატარება შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 5000 ადამიანის დასწრებით. თანაც აუდიტორია უნდა იჯდეს, რაც წვეულებებს და ღამის ფართებს გამორიცხავს.

 

როგორ წარმოგიდგენიათ ცეკვა მხოლოდ ხელებით?  თანაც ახალი შეზღუდვა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრზე განსხვავებულად იმოქმედებს. თუ კლასიკური მუსიკისთვის და ჯაზისთვის ამ პირობასთან ადაპტირება  ადვილი იქნება, ტექნოსთვის, პოპისთვის და როკისთის წარმოუდგენელია.

 

საბოლოოდ ერთადერთი იმედი რჩება, რომ ვაქცინაცია ეპიდემიას შეაჩერებს და ამ გიგანტურ გაჩერებულ მანქანას ისევ აამუშავებს. ამას ალბათ ყველა ნატრობს, ისინიც კი, ვინც ღამის კლუბებში არ დადის.

 

ჩვენ ყველანი ვოცნებობთ დიდ წვეულებაზე, იმის შემდეგ, რაც პირბადეები, ხელების დასპირტვა და დისტანცირება საჭირო არ იქნება. როდესაც ყველაფერი დასრულდება მოწყენის დრო არ იქნება.

 

 

წყარო: slate.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up