ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტო მოცულობას მიაღწევს

ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტო მოცულობას მიაღწევს

access_time2021-11-11 16:00:00

ღვინის ექსპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ წელს ექსპორტზე 100 მლნ ბოთლი ღვინო გავა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა.



მისივე თქმით, რჩება ორი მთავარი გამოწვევა - ბაზრის დივერსიფიცირება და გლობალურ ბაზარზე ღვინოზე დაწეული ფასი.



„2019 წლის მონაცემს ექსპორტის კუთხით უკვე გადავაჭარბეთ და გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე 100 მლნ ბოთლამდე ღვინო გავა საქართველოდან. ეს მოხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად. ეს არის, მათ შორის, ჩვენი მუშაობის შედეგიც. რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან ერთად.




მიუხედავად პანდემიური წლისა, შევძელით, არ გავჩერებულვიყავით და თანამედროვე ტექნოლოგიების, ონლაინ პლატფორმების საშუალებით გაგვეგრძელებინა მუშაობა იქ და იმ დროს, სადაც რეალურად ვერ ვახერხებდით ჩასვლას და კომუნიკაციას. გასულ წელს, რაც მოვახერხეთ, პირველ რიგში ეს იყო მცირე მარნებისთვის ნიმუშების დაგზავნა სრულიად უფასოდ. ასევე, ვატარებდით ონლაინ დეგუსტაციებს. წელს, უკვე ნელნელა აღდგა გარკვეული ღონისძიებები და ნოემბრის ბოლოს ბერლინში გაიმართება ნატურალური ღვინის ფესტივალი, სადაც ჩვენი დახმარებით მარნები გაემგზავრებიან.



საქართველოშიც ორწლიანი პაუზის შემდეგ ღვინის ექსპო ჩატარდა. ასევე, ნოემბრის ბოლოს ჩატარდება მაისში გადადებული ახალი ღვინის ფესტივალი. საბოლოო ჯამში, დადებითი ტენდენციებია, თუმცა რჩება ორი მთავარი გამოწვევა. მთავარი ბაზრის დივერსიფიცირება და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. რუსეთის ემბარგომდე, 2006 წელს, როცა მაქსიმალური იყო რუსეთში ღვინის ექსპორტი, წილობრივად 80% გადიოდა. დღეს, ეს მაჩვენებელი 60%-ს ჩამოსცდა. ბოლო ათ თვეს რომ დავაკვირდეთ, საერთო ზრდა არის 10.7%, ხოლო რუსეთის მიმართულებით ზრდა 5%, რაც დადებითი მოვლენაა. იზრდება რუსეთის ბაზარი, მაგრამ იზრდება დივერსიფიცირებაც.



მეორე, გლობალური გამოწვევა კი 2020 წლის მეორე ნახევრიდან დადგა, როცა ღვინოზე ფასი დაეცა. საქართველო როგორც მცირე ქვეყანა, ვერ ფლობს ბერკეტებს, რომ ამ მხრივ რამე შეცვალოს. გლობალური თამაშის წესების მიმღები ვართ და ანგარიშს ვუწევთ არსებულ რეალობას. თუმცა, ამ მხრივაც ბოლო 2 თვეში ვითარება დასტაბილურდა და იმედი გვაქვს, ნელნელა ისევ დადებითი მაჩვენებლები და ზრდა გვექნება ამ კუთხითაც“- განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ლევან მეხუზლამ.



ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია, 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც. წელს 10 თვეში ექსპორტზე უკვე 83.8 მლნ ბოთლი ღვინოა გასული.


bpn.ge



თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up