„ქართველ ფერმერს არ აქვს ცოდნა, როგორ აწარმოოს მეტი!“ - აგრობიზნესის რეალური პრობლემები

„ქართველ ფერმერს არ აქვს ცოდნა, როგორ აწარმოოს მეტი!“ - აგრობიზნესის რეალური პრობლემები

access_time2022-07-06 10:00:48

„საქართველომ მსოფლიო საკვებ წარმოების რუკაზე თავისი ნიშა უნდა იპოვოს“  როგორ არის ეს შესაძლებელი? როგორ უნდა განვითრდეს აგრობიზნესი? რატომ არის ცოდნის არაარსებობა ამ სექტორში და ზოგაგად, რა პრობლემები აქვს აგრობიზნესს? ამ თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „აგროსექტორი“, საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციის დირექტორმა ირაკლი ჩიქავამ ისაუბრა. 


ჩიქავა ამბობს, რომ აგრობიზნეს ასოციაცია სწორედ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის შექმნილი და მისი მიზანია სოფლის მეურნეობაში ყველა საშუალო და მსხვილი ბიზნესის გაერთიანებ და ერთიანი ძალებით საქართველოში აგრობიზნესის განვითარება.

 

„სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრი რესურსის გადანაწილებაა შესაძლებელი, ან საქმის თანამშრომლობით კეთება. ზოგადად, აგრობიზნესები წარმატებულ ქვეყნებში, ერთიანდებიან იმისთვის, რომ ერთად იპოვონ საერთო ბაზრები, ერთად  გადაჭრან პრობლემები, წარმოებაც უფრო ეფექტური გახდეს და საბოლოოდ, ქვეყანაც უფრო საინტერესო გახადონ. საქართველოს ნამდვილად გააჩნია პოტენციალი, რომ ხარისხის კუთხით გახდეს ერთ-ერთი მოწინავე  ქვეყანა და ამაში ხელს გვიწყობს არა მხოლოდ კლიმატი და წყალი, არამედ ლოკაციაც. ასევე ხელს გვიწყობს  ჩვენი წვდომა იმ საერთაშორისო ბაზრებზე, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გვაქვს, ახლო აღმოსავლეთზეც. ნამდვილად არის პოტენციალი იმისა, რომ ჩვენ ბევრი მხრივ დავემსგავსოთ ისეთ  ქვეყნებს როგორიც არის ისრაელი ჰოლანდია და ვიმოქმედოთ ისე, როგორც  ნეტო ექსპორტიორმა და  ა.შ.“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქავამ.

 

აგრობიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს მსოფლიოში საკვების ციკლი ტრანსფორმირდება, რაც პანდემიამ და რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ უფრო დააჩქარა. შესაბამისად, ბევრი  გარანტირებული ხაზი, რომელიც აწყობილი იყო, დღეს ძალაუნებურად იცვლება. 



შესაბამისად,  როგორც ჩიქავა ამბობს, დღეს როდესაც მსოფლიოში ახალი წესრიგის გადანაწილება ხდება და ეს პირველ რიგში  მსოფლიოს საკვებით მომარაგებას და წარმოებას ეხება, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სხვადასხვა ასოციაციებთან კოლაბორაციით ეცდება, რომ საქართველომ მსოფლიო საკვების წარმოების რუკაზე თავისი ნიშა იპოვოს.

 

„ჩვენ ვეცდებით, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს დავეხმაროთ და  ვუთხრათ თუ რა პროდუქტზე შეიძლება იყოს მოთხოვნა, რა ტენდენციებია მსოფლიოში, ვის შეიძლება ვემეგობროთ იმისათვის, რომ ჩვენი წარმოება გახდეს საინტერესო. როგორც სტრატეგიულ, ასევე კონკრეტულ დონეზე გასაკეთებელი ძალიან ბევრია. მაგალითად, ისრაელი ძალიან მწირი  რესურსებით, საკმაოდ წარმატებული  ქვეყანაა, ისრაელის სოფლის მეურნეობის სტრატეგია 2020 - 2027 წელს მოიცავს და გათვლილია იმაზე, რომ ქვეყანას წყალთან  წვდომა 10-ჯერ ნაკლები ექნება, ვიდრე  დღეს აქვს.  ანუ ქვეყანა სტრატეგიულად ემზადება იმისთვის, რომ 10-ჯერ ნაკლები წყალი ექნება.

 

საქართველოს კი, ეს პრობლემა არ აქვს დღეს. ჩვენთან, 1 ჰექტრის მორწყვა სტანდარტული ტარიფებით, ევროზე რომ ვიანგარიშოთ,  ჰექტარზე 20-25 ევრო გამოდის და  ულიმიტო  რაოდენობის  წყალია. შეუძლებელია  ასეთი რაოდენობის წყალი, რაზეც ქართველ  ფერმერს აქვს წვდომა, ჰქონდეს სხვა ქვეყანას. მაგალითად, ესპანეთში 1 ჰა ფართობის ლიმიტირებული წყლით მორწყვა წლიურად 3000 ევრო ჯდება, ეს რიცხვი შესაძლოა 4000-მდეც ავიდეს. ანუ გამოდის, რომ ქართველი  ფერმერი  თვითღირებულების ნაწილში,  შეიძლება რომ 3000 ევროთი წინ იყოს, ეს  არის  ის უპირატესობა, რომელიც ქართველ  ფერმერს,  ქართულ  აგრობიზნესს და ქვეყანას  უნდა ეტყობოდეს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქავამ

 

ჩიქავას თქმით გამოსავალი მხოლოდ  ცოდნაშია, რადგან ქართველ ფერმერს არ აქვს  ცოდნა, თუ როგორ აწარმოოს მეტი.  ქართველი ფერმერის ერთი კილო პროდუქცია უფრო ძვირი გამოდის, ვიდრე ესპანელი ფერმერის, რომელსაც 1 ჰექტრის მორწყვა 3000 ევრო უჯდება.

 

„ცოდნა უნდა იმას, რომ ის  წყალი ისე გამოვიყენოთ  რომ წარმოება გავზარდოთ! ცოდნა უნდა იმასაც, რომ გამოვიყენოთ უფრო ნაკლები პესტიციდი და  უფრო ნაკლები წამლობით მივაღწიოთ უკეთეს შედეგს! ცოდნა უნდა იმას, როგორ  შევინახოთ ეს პროდუქცია, როგორ  დავასაწყობოთ ისე, რომ მთელი მოსავალი ორ თვეში კი არ გავყიდოთ და მერე  ჩვენთვის იმპორტით  შემოვიტანოთ, არამედ ეს გაყიდვის პროცესი უნდა გავახანგრძლივოთ! ცოდნა და გადაწყვეტაა საჭირო, ეს არ არის ე.წ. rocket science, რომ ვერ ვისწავლოთ და ჩაკეტილი წრე იყოს, უბრალოდ უნდა გავიაზროთ, რომ არ გვაქვს ეს ცოდნა და უნდა  შევხედოთ რატომ აწარმოებს სხვა ქვეყანა მწირი რესურსებით 4-5 ჯერ მეტს და  რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ამის გაკეთება, მერე ეს ყველაფერი უნდა  გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქავამ.

 

 თაკო კვაჭანტირაძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up