რა მიზნით ჩამოვიდნენ ამერიკელი სენატორები საქართველოში?

რა მიზნით ჩამოვიდნენ ამერიკელი სენატორები საქართველოში?

access_time2017-01-03 10:00:44

საქართველოში გუშინ დასრულდა ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემი ქლობუჩერის შვიდდღიანი ტურნე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლის დროსაც, სენატორებმა 5 ქვეყნის დედაქალაქი და ორი ფრონტისპირა ხაზი მოინახულეს.


არიზონელი, სამხრეთ კაროლინელი და მინესოტელი სენატორები თბილისში შეხვდნენ საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ოპოზიციას. ეწვივნენ მთაწმინდის ტექნოლოგიურ პარკს და NATO-საქართველოს სასწავლო ცენტრს, სოფელ კრწანისში.


სენატორების მთავარი მესიჯი იყო, რომ ამერიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც, არ მიატოვებს თავის მოკავშირეებს. საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება და პროპორციულად გაიზრდება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მხარდაჭერა.

 

ორშაბათს ისინი NATP-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვივნენ, სადაც მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. სენატორებმა გვირგვინით შეამკეს საერთაშორისო და სამშვიდობო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და ამერიკელი ქვეითებისადმი მიმართვისას ლევან იზორიამ განაცხადა: „საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია აშშ-სთან თანამშრომლობა. ჩვენ ვაფასებთ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მწამს, რომ საქართველო ყოველთვის იქნება დემოკრატიული ფასეულობების ერთგული და აშშ-სთან ერთად წვლილს შეიტანს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების საქმეში, ვინაიდან ჩვენ, ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო ძმებო და დებო, მუდამ ერთად ვართ ჭირშიც და ლხინშიც".

 


სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ მისთვის პატივია თავის ორ კოლეგასთან ერთად საქართველოში ყოფნა: „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ საზღვაო ქვეითებს, რომლებიც ამ სადღესასწაულო დღეებში თავიანთი სახლებიდან და ოჯახებისგან შორს არიან და იღვწიან მშვიდობისათვის თავიანთ მამაც ქართველ კოლეგებთან ერთად. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველებს, ვინც აქ მსახურობს და მათ ამხანაგებს, რომლებიც დღეს ავღანეთში არიან და იბრძვიან ჩვენი მოკავშირეების მხარდამხარ ბოროტი ძალის - თალიბანის წინააღმდეგ. ვლადიმირ პუტინის გამო, მსოფლიო გაცილებით საშიში გახდა. 2008 წელს ამ ქვეყანაში უკანონოდ და ამორალურად შემოიჭრნენ რუსები. დღეს ჩვენ გვაქს ანექსირებული ყირიმი და ამორალურად დაპყრობილი უკრაინის სუვერენული სახელმწიფო. რუსეთი ახორციელებს უდიდეს ზეწოლას ბალტიისპირეთის მამაც სახელმწიფოებზე. გუშინ ვეწვიეთ საქართველოს ნაწილს, რომელიც ანექსირებულია ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის მიერ. იყო მსოფლიოს გამოცდის სხვა დროც, როცა ჩვენი ლიდერი იყო რონალდ რეიგანი. მას ეკუთვნის ძალიან მარტივი ფრაზა - „მშვიდობა ძლიერების გზით". თქვენ წარმოადგენთ რონალდ რეიგანის მემკვიდრეობას. თქვენ ხართ ძლიერების გზით მშვიდობის მიღწევის ხორცშესხმა და ეს არის გზავნილი რუსეთისა და მსოფლიოს ამ ნაწილისთვის. მწამს, რომ ჩვენი დემოკრატიები გაიმარჯვებენ. ისინი ეფუძნებიან საერთო ცნებებს - ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი, მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე,თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა".


საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია ამბობს, რომ სენატორების ეს ტურნე არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, როგორც რუსეთისთვის, ისე დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის. „დღეს მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი გამოწვევებია და მიდის მცდელობა, რომ შეიქმნას შემაკავებელი ფაქტორები იმისთვის, რომ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნები, მიუხედავად მათი ზომისა და პოლიტიკური წონისა, უკეთ იყვნენ დაცულნი. ეს ვიზიტი უფრო იყო მხარდაჭერის დემონსტრირება. ამაზე ტურნეს მარშრუტიც მიუთითებს, ეს არის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან ან შეიძლება, მომავალში იყვნენ, რუსეთის ახალი პროვოკაციების შემთხვევაში.

 

ეს არის ერთის მხრივ, ძლიერი პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის, და ასევე, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციისთვის, იმის ხაზგასასმელად, რომ აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მხარადჭერა, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ დიდი პრიორიტეტია“.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სენატორების ეს ვიზიტი ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება იყო. „ძალიან ძნელი წარმოსადგენია უკეთესი მეკვლე საქართველოსთვის, ვიდრე ჩვენი მეგობარი ქვეყნის სენატორების დელეგაცია. მეტი მხარდაჭერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მეტი მხარდაჭერა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში - ეს არის მთავარი გზავნილები რაც მათ ჩამოიტანეს.

 

შევთანხმდით, მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტსა და აშშ-ის ახლადარჩეულ კონგრესს შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება“,

 

გამოყენებულია „ამერიკის ხმის“ მასალას

 




ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს პროექტების განხორციელებისთვის ახალ პერსპექტივებს უხსნის

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს  პროექტების განხორციელებისთვის ახალ  პერსპექტივებს უხსნის
access_time2019-10-23 12:02:42
„მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობებზე საჯაროდ თანხმდებიან, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძოს სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის ახალი პროექტების განხორციელებისთვის - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის ფარგლებში, რიგით მესამე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე სამხრეთ...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება
access_time2019-10-23 11:47:30
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up