რა მეთოდებს მიმართავენ უცხოური კომპანიები თანამშრომლების ვაქცინაციისთვის

რა მეთოდებს მიმართავენ უცხოური კომპანიები თანამშრომლების ვაქცინაციისთვის

access_time2021-03-16 13:30:00

Bloomberg-ის ცნობით, დასავლურმა კომპანიებმა სხვადასხვა ზომების შემოღება დაიწყეს, რათა სკეპტიკურად განწყობილი თანამშრომლები კორონავირუსის ვაქცინაციაზე დაითანხმონ. ამ ზომებში იგულისხმება როგორც ფულადი წახალისება, ისე სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმაც.


JPMorgan-ის გენერალური დირექტორი ჯეიმი დაიმონი აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის პროცესში ე.წ. მათრახისა და თაფლაკვერას მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული. თუმცა იურიდიული სირთულეების გამო JPMorgan-ს ეს პროცესი ჯერ არ დაუწყია.


ამერიკის ზოგიერთ შტატში დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებული სხვადასხვა მიზეზს შორის, ვაქციანაციაზე უარის თქმის გამოც დაითხოვოს სამსახურიდან. თუმცა რეკრუტირების კომპანია Littler Mendelson-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ყველა თანამშრომლის სავალდებულო ვაქციანაციას ამერიკული კომპანიების 1%-ზე ნაკლები რაოდენობა ემხრობა.


დიდ ბრიტანეთში თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა კომპანიებს დამოუკიდებლად შეუძლიათ, მაგრამ მათ, ვინც ვაქციანაციას სავალდებულოს გახდის, ბრიტანეთის მთავრობა დასჯით დაემუქრა. მსგავსი ზომების შემოღების უფლება მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს კომპანიებსა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ, რადგან მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ვაქციანაცია „გონივრულ“ მოვლენად არის მიჩნეული.



არიან კომპანიები, რომლებიც დასაქმებულთა ვაქცინაციისთვის იძულების კი არა, დარწმუნების მეთოდს მიმართავენ. გლობალური კომპანია Unilever-ის ხელმძღვანელი ალან ჯოუპი აცხადებს, რომ თავის 150 ათას თანამშრომელს ყოველკვირეულ ელექტრონულ გზავნილში ვაქცინაციის აუცილებლობისკენ მოუწოდებს. Nestle-ს გენერალური დირექტორი მარკ შნაიდერი ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, აცრას ყველა თანამშრომლის თვალწინ გაიკეთებდა, რომ მათვის მისაბაძი მაგალითი გახდეს.


საცალო ვაჭრობის კომპანია Lidl თავის თანამშრომლებს ვაქცინით აცრაში 200 დოლარს სთავაზობს, ხოლო მიწოდების სერვისის კომპანია Instacart აცრილ კურიერებს 25 დოლარიან დანამატს დაპირდა. იოგურტის მწარმოებელი კომპანიები Chobani და Danone თანამშრომლებს 6-საათიან ანაზღაურებად შვებულებას სთავაზობენ. ასეთივე ზომები შემოიღეს მაღაზითა ქსელმა Aldi-მ, Dollar General-მა და Trader Joe’s-მა. ამასთან, Danone მზადაა, გაიღოს ხარჯები იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია უფასო არაა.


თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც მკაცრ პოლიტიკას ირჩევენ. ბრიტანულმა Pimlico Plumbers-მა, რომელიც სანტექნიკურ მომსახურებას ეწევა, ახალი თანამშრომლებისთვის დაიწყო კამპანია სახელწოდებით - „არაა ნემსი - არაა სამსახური!“ United Airlines-ის გენერალური დირექტორმა სკოტ კირბიმ პირობა დადო, რომ ვაქციანაციას მისი ყველა 60 ათასი თანამშრომლისთვის სავალდებულოს გახდის. ისრაელში Nestle-ს შვილობილი კომპანია Osem Investments სამუშაო ადგილებზე აღარ დააბრუნებს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აცრა ჯერ არ გაუკეთებიათ, დანარჩენისთვის კი ტესტირება ყოველ სამ დღეში ერთხელ არის სავალდებულო. პერსონალის მიმართ ასეთივე მოთხოვნებით გამოვიდნენ ისრაელის IT კომპანიები Check Point Software Technologies და Mobileye.



BPN.GE





თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up