რა მეთოდებს იყენებენ კიბერთაღლითები  და როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან

რა მეთოდებს იყენებენ კიბერთაღლითები და როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან

access_time2021-02-12 11:36:17

დღეს ინტერნეტის და ციფრული სერვისების გარეშე ცხოვრება ბევრი ჩვენთაგანისთვის წარმოუდგენელია. ამ ევოლუციამ ყოველდღიურობა ძალიან გაამარტივა - ონლაინშოპინგიდან დაწყებული, საბანკო მომსახურებით დამთავრებული - ყველაფერს უფრო სწრაფად და მარტივად ვაკეთებთ. ამ დიდ კომფორტს თავისი საფრთხეებიც ახლავს თან, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.



ალბათ, გსმენიათ, რომ ინტერნეტსამყაროში არსებობენ „მოხერხებული“ თაღლითები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ ჩვენს მოტყუებას და ჩვენი საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვას. ასეთი ტიპის თაღლითობას „ფიშინგი“ ჰქვია. ეს სიტყვა კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან მასთან გამკლავება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.



ინტერნეტთაღლითების მთავარი იარაღი ჩვენ წინააღმდეგ სწორედ ჩვენი უყურადღებობაა. ისინი სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ ხშირად ინტერნეტში სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არ ვაკვირდებით დეტალებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ანგარიშებიდან თანხა ქრება, უფრო სწორად, მათ ანგარიშებზე ირიცხება.


ფიშინგისგან არაფერი დაგიცავთ უკეთ, ვიდრე საკუთარი თავი და პირადი პასუხისმგებლობა.


მოდით, დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება:



● ინტერნეტთაღლითები თქვენს ანგარიშზე წვდომის მისაღებად იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბ ბმულებს, რომელსაც მეილზე, მესინჯერში ან სხვა მსგავს აპლიკაციებში გიგზავნიან. ამ დროს, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ვებგვერდის მისამართის მაგალითად, ჩვენივე უყურადღებობის გამო, შესაძლოა აღმოვჩნდეთ ვებგვერდზე, რომელიც Amazon.com გვგონია, სინამდვილეში კი ვიყოთ ხაფანგში სახელად Amzon.com; შენიშნეთ? - დიახ, სწორედ აქ ვუშვებთ პირველ შეცდომას; თუკი მისამართი არ ემთხვევა ორიგინაზაციის რეალურ მისამართს, ესე იგი , თქვენ საფრთხის ქვეშ ხართ;


● ინტერნეტთაღლითები თქვენი ყურადღების მისაქცევად იყენებენ ემოციური მანიპულაციის ტექნიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიჯები, რომელსაც გიგზავნიან, აუცილებლად საგანგაშო იქნება. ეს შეიძლება იყოს, როგორც შეტყობინება, რომ თქვენ მოიგეთ iPhone 12, ასევე ის, რომ თქვენს ანგარიშზე ხორციელდება შეტევა და, ამის გამო, საჭიროა იდენტიფიკაციის გავლა. თუკი ასეთ მესიჯს მიიღებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ იმ კომპანიასთან, რომლის სახელითაც მოგდით შეტყობინება. მაგ: თუკი ბანკისგან მეილზე მიიღეთ შეტყობინება, დარეკეთ ქოლცენტრში და გადაამოწმეთ. კომპანიების უმრავლესობა თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინების გამოსაგზავნად ოფიციალურ არხებს, ინტერნეტბანკს ან პირად ზარს იყენებს.


● ერთ-ერთი მარტივი გზა საფრთხის აღმოსაჩენად თქვენი ბრაუზერის ფუნქციონალია. დააკვირდით ბრაუზერის მარცხენა კუთხეში ბოქლომის ნიშანს, რომელიც გკარნახობთ, რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის ვებგვერდი. თუკი ბოქლომი გადახაზულია, ესე იგი, თქვენ სახიფათო ზონაში ხართ და დროა დატოვოთ იქაურობა. გარდა ამისა, ბრაუზერების უმრავლესობას აქვს ფიშინგის დეტექტორი დამატებები, რომელთა დაყენებაც უფასოდ და მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის კი საჭიროა უბრალოდ დაგუგლოთ anti phishing add on chrome / mozilla / opera და სხვა.


თუ, კიბერთაღლითების მახეში მაინც გაებით:


● თუ ყალბ საიტზე აღმოჩნდით და ტრანზაქციის შესრულებას გთხოვთ, დარწმუნდით, რამდენად უსაფრთხო გადახდის მეთოდს იყენებს ესა თუ ის საიტი. თუკი გადახდის მეთოდი არ არის სანდო, სასწრაფოდ დატოვეთ ის.


● თუკი თქვენ უკვე დაუშვით შეცდომა, აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ კომპანიას დროულად. ისინი დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში, გირჩევენ საუკეთესო გზას და შეეცდებიან თავიდან აგარიდონ ზიანი;


● ყოველი შემთხვევისთვის, დააზღვიეთ თქვენი საბანკო ანგარიში, რომ ზიანის ასანაზღაურებლად ლეგიტიმური გზა გქონდეთ.


გახსოვდეთ, რომ ფიშინგთან გამკლავება მარტივია, თუკი შესაბამის ინფორმაციას ფლობთ და ყურადღებით ხართ.





თეგები:
ფიშინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up