რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა

რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა

access_time2021-02-26 21:00:00

კორონავირუსისგან წარმოქმნილმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკას მნიშნვნელოვანი დარტყმა მიაყენა, რაზეც უკვე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. „საქსტატის“ მონაცემებით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6.1%-ით შემცირდა. გასაგებად რომ ვთქვათ, ეკონომიკის შემცირება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ფირმები ნაკლებ საქონელსა და მომსახურებას ქმნიან, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ნაკლები მუშა-ხელი სჭირდება, ანუ გამოდის, რომ უმუშევრობა იზრდება.

როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 20.4%-მდე გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში უმუშევრობამ 3.8 პროცენტული პუნქტით მოიმატა. ცხადია, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი დიდია, სავარაუდოა, რომ უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია.

უმუშევრობის ზრდასთან ერთად მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა ლარის სახით დაემატა. გასულ წელს ლარი დოლართან რეკორდულად გაუფასურდა, მეტიც, 2020 წლის მარტში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3,58 ლარსაც შეადგენდა. ასევე ისიც ფაქტია, რომ ლარი მიმდინარე წელსაც გაუფასურებულია და ერთი დოლარი დაახლოებით 3,29 ლარიდან 3,32 ლარის ფარგლებში ივაჭრება.

მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა ასეთ მდგომარეობაშია საინტერესოა თუ კონკრეტულად რა შედეგები მოაქვს გაუფასურებულ ლარს საზოგადობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაუფასურებული ლარი ქვეყანაში არსებული ფასების დონის ზრდაზე მოქმედებს. საქართველოში ძირითადი მოხმარების საქონლისა და მომსახურების 70%-ზე მეტი იმპორტირებულია. როცა ქვეყნის ძირითად მოხმარების საქონელი იმპორტირებულია, ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება უცხოური ვალუტა, კონკრეტულად კი დოლარი, რათა ქვეყანაში შემოვიტანოთ სხვადასხვა ჩვენთვის საჭირო პროდუქტი.

დოლარის საყიდლად კი გვჭირდება ლარი. ხოლო როცა ლარი უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ დოლარი ძვირდება, რაც ამავე დროს ნიშნავს, რომ უცხოური პროდუქტი გვიძვირდება. ეს კი ფასების საერთო დონეზეც აისახება. 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. თუმცა, მიუხედავად ინფლაციის დაბალი დონისა, რეალურად მოსახლეობას ცხოვრება მაინც გაუძვირდა, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში ფასები საკვებ პროდუქტებზე მაინც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მაგალითად, ამ ერთი წლის განმავლობაში 27.3%-ით გაიზარდა ზეთის ფასი, 10.4%-ით თევზეულის, რძე ყველი და კვერცხი 9.1%-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები კი 7.5%-ით.


ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ყოველდღიურად არსებობისთვის გვჭირდება. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა ინფლაცია 6.2% იყო თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ საქონელზე ფასების დონე ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა.

შასაბამისად, დღეს საქართველოში არის მდგომარეობა, როცა მოსახლეობას შემოსავლები უმცირდება, ხოლო ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე იზრდება. ეს კი კეთილდღეობის შემცირებას ნიშნავს. სხვა თუ არაფერი, ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას ის სტატისტიკაც ასახავს, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 958 317 პირი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში სულ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, სამწუხაროდ, იმედის ნაპერწკალი მაინცდამაინც არც აქ იგრძნობა. თუ სხვადასხვა ორგანიზაციის პროგნოზებს დავეყრდნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა ისევ შემცირდება. მაგალითად, კვლევითი ინსტიტუტი „აისეტი“ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ეკონომიკის 3.5%-იან ვარდნას ვარაუდობს. საქართველოს საბიუჯეტო ოფისი კი მოელის, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.6%-ით შემცირდება.

ასევე თუ ჩვენ სამთავრობო, ან საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს დავეყრდნობით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა ვერ აღდგება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს ვერ დაუბრუნდება.

BPN.GE

თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up