რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან

რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან

access_time2019-08-12 20:45:09

პარლამენტის წინ მიმდინარე აციების ერთერთმა ორგაინზატორმა გიგა მაქარაშვილმა "ინტერპრესინიუსს" განუცხადა, რომ 20 სექტემბრიდან შესაძლოა პარლამენტის წინ აქცია უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდეს.

 

მაქარაშვილისვე თქმით, დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე ბევრ ხალხს ელოდებიან, ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა რეგიონში ჩავლენ, რათა საზოგადოებას აუხსნან, თუ რატომაა აუცილებელი მათი ამ აქციაში მაქსიმალური ჩართულობა,

 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "" ამბობს, რომ დაგეგმილი აქცია ორგანიზატორებს შესაძლოა არ გამოუვიდეთ, რადგან ერთი და იგივე თემის თავიდან განახლება ისეთი სიმძაფრის აღარ იქნება.

 

"მე ვიცი, რომ ამას აპირებენ და ამის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ მეეჭვება, რომ ამ აქციების განახლებას რაიმე ახალი აჟიოტაჟი მოჰყვეს, ან დიდხანს გაგრძელდეს, აქციის ერთი და იგივე თემის ისევ თავიდან განახლება, არც ისეთი სიმძაფრის აღარ იქნება.

 

"ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ძალიან კარგი იქნება, რომ ვცდებოდე და მართლაც შეძლონ 24-საათიან რეჟიმში აქციების ჩატარება, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს გამოუვიდეთ, არ გამოვა, ეს თემა, შეიძლება ითქვას, რომ ამოწურულია.

 

"ამაზე მძიმე თემები ყოფილა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ის, რომ პერმანენტული აქციების შეწყვეტის შემდგომ ისევ განახლებულიყოს,მსგავსი რამ არ მახსენდება მიუხედავად იმისა, რომ აქციების ორგანიზატორები მაშინ საკმაოდ ცნობილი პიროვნებები იყვნენ და მეტ-ნაკლებად მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ."-ამბობს ანალიტიკოსი.

 


მისივე თქმით, მოთხოვნების დამატებას არანაირი აზრი აქვს იმიტომ, რომ აქციას ისეთივე სიმძაფრე აღარ ექნება.

 

"რა მოთხოვნებიც არ უნდა დაამატონ, ლაპარაკი მოთხოვნების სიმძაფრეზე კი არაა, ლაპარაკია იმაზე, რომ რაიმე ახალი ისეთი თუ მოხდება, რომელიც მოსახლეობაში აღშფოთებას გამოიწვევს,თუ არაფერი ისეთი არ მოხდა და იმ ტემპით გაგრძელდა, როგორიც დღესაა, რა მოთხოვნებიც არ უნდა დაამატონ, აქციები განწირული იქნება იმისთვის, რომ 20-30 კაცი მივა.

 

"შეიძლება თავიდან ხალხის რაღაც რაოდენობის მობილიზება შეძლონ, მაგრამ მეეჭვება რომ პერმანენული 24-საათიანი აქციის გაკეთება შეძლონ.

 

ცუდი ისაა, რომ ასეთ რაღაცეებს უკუეფექტი მოსდევს, ჰგონიათ, რომ ამ პერმანენტული აქციებით საზოგადოების მობილიზებას მოახერხებენ და როდესაც ვერ ახერხებენ, მობილიზების ნაცვლად იწყება საზოგადოების დემორალიზება და ეს არ ვარგა, მითუმეტეს არჩევნების წინა პერიოდში საზოგადოების დემორალიზება არ ვარგა.

 

"ჯერ კიდევ, როდესაც აქციები გრძელდებოდა მე კაი ხანია ვურჩევდი, რომ ამ აქციისთვის მოეძებნათ ნორმალური დასასრული, არაფერი ასეთი არ მოძებნეს და ვითომ აქცია გადავიდა სარედაქციო რეჟიმში, რა მოიტანა ამან, იციან? ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდეს გახარიას გადადგომას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქიდან თუნდაც 1% 24 საათი აქციაზე მოვა,ტოლობის ნიშნის აქ დასმა არ შეიძლება.

 

ძაბირაძემ 2009 წლის საპროტესტო აქციებიც გაიხსენა და შეადარა, რომლებიც უშედეგო იყო.

 

"30 წელია ამ აქციების მეტი არაფერი გვიკეთებია, გამოდის რომ ისევ არ გვესმის რა გავაკეთოთ და როგორ, კი ბატონო, გააკეთონ, მაგრამ უკუშედეგი არ მიიღონ. თუ არ გადააყენებს გახარიას პარლამენტი, არც თავად არ გადადგება. სხვა რა მექანიზმი არსებობს მისი გადაყენებისა?

 

"2009 წელს სამი თვე იყო რუსთაველი და თავისუფლების მოედანი კარვებით გადაჭედილი და რა შედეგი ჰქონდა? მაშინაც ამ აქციებმა საკმაოდ ნგატიური ეფექტი გამოიწვია, 2009 წელსაც ვერ მოახერხა მაშინდელმა ოპოზიციამ აქციის ნორმალურად დასრულება. ვერაფერი ვერ მოიფიქრა. როდესაც ამ საქმეს ხელს ჰკიდებ, როდესაც პასუხისმგებლობას იღებ ხალხის და ქვეყნის წინაშე, ამაზე კარგად უნდა დაფიქრდე.

 

"მოხარული ვიქნები თუ აქედან რამე გამოვა, მაგრამ მოვა 20 სექტემბერიც და მასიმუმ 2 კვირა თუ გაგრძელდა აქცია, მერე ჩამოვა იგივე რაოდენობაზე მაქსიმუმ 100 კაცი შეიძლება იყოს ყოველ საღამოს, კი ბატონო იყვნენ, მაგრამ ამით რა." - ამბობს ძაბირაძე.

 

წყარო: რეზონანსი





3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up