რა მარკის ავტომანქანას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში ქალი ბიზნესმენები?

რა მარკის ავტომანქანას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში ქალი ბიზნესმენები?

access_time2016-12-27 17:00:33

ქართველი მამაკაცი ბიზნესმენების შემდგომ "კომერსანტი"დაინტერესდა, თუ რა მარკის ავტომობილებს ანიჭებენ ამავე სფეროში მოღვაწე ქალბატონები უპირატესობას. აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა არჩევანს სწორედ Mercedes benz-ზე აკეთებს.

 

ბიზნესმენი ქალბატონების უმეტესობა ერთხმად აღიარებს იმას, რომ Mercedes Benz-ის მარკის ავტომობილი მათთვის პირველია, რადგან ის აბსოლუტურ კომფორტს უქმნის.

 

როგორც ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, მისი ფავორიტი ავტომობილი Mercedes Benz-ია. ღაჭავა ამჟამად სწორედ Mercedes-ის მარკის ავომობილს მართავს.

 

„ძალიან დიდი ხანია რაც თავად "მერსედესი" მყავს და უპირატესობას სწორედ ამ მარკას ვანიჭებ. რატომ ის? იმიტომ, რომ კომფორულია. მისი ძრავა და სალონი ძალიან მომწონს. ყველაფერთან ერთად, "მერსედესზე" მიჩვეული ვარ. მანქანას შენ კი არ უნდა ემსახურებოდე, არამედ ის უნდა გემსახურებოდეს. უკვე 40 წელია რაც საჭესთან ვზივარ." - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

 

ლაურა ღაჭავას მსგავსად საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავაც Mercedes Benz-ს ანიჭებს უპირატესობას.


 

„განსაკუთრებულ მოწონებას Mercedes Benz-ი იმსახურებს. ამ მანქანას ტრადიცია აქვს და ყველაფერთან ერთად ძალიან სოლიდურია. მისი ტყავის სალონი განსაკუთრებულ მოწონებას იმსახუებს." - აღნიშნა თურნავამ.

 

განსხვავებულ აზრზეა ბიზნესმენი, "ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე, ის ფავორიტ მარკად Volkswagen-ს ასახელებს. 

 

„ძალიან მომწონს Volkswagen-ი და რამდენიმე წელია ამ მარკის ავტომობილს ვმართავ. ის ძალიან კომფორტული და პრესტიჟულია. ყველაფერთან ერთად, მისი სათადარიგო ნაწილების შოვნა საქართველოში მარტივია." - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

 

"შუხმან ვაინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის თქმით, Mercedes Benz-ი მისთვის მაღალ სტანდარტთან ასოცირდება.

 

„თავად Mercedes Benz-ს ვანიჭებ უპირატესობას და შესაბამისად ამ მარკის ავტომობილი მყავს. ჩემთვის "მერსედესი" მაღალ სტანდარტთან ასოცირდება და მისი ლოგო ჩემი სიმპათიაა," - აღნიშნა აბრამიშვილმა.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up