რა კეთდება საქართველოში ფინანსური განათლების დონის ასამაღებლად?

რა კეთდება საქართველოში ფინანსური განათლების დონის ასამაღებლად?

access_time2019-01-26 10:00:31

„გასულ წელს  ეროვნულ სასწავლო გეგმაში დამტკიცდა, რომ მე-7-მე-9 კლასელებისთვის მომავალ წლებში სავალდებულო იქნება ფინანსური განათლების სწავლება, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ საზოგადოების ფინანსური დონის ამაღლებაზე,“ - განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ , ეროვნული ბანკის მომხმარებელთა ფინანსური დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

 

“მნიშვნელოვანია ის, თუ რატომ არის ეს ორი თემა გაერთიანებული. მიუხედავად რეგულაციებისა და არსებული შეზღუდვებისა, საბოლოო ჯამში, მაინც მომხმარებელი იღებს სესხის აღების დროს გადაწყვეტილებას. თუ მომხმარებელს არ აქვს სათანადო ფინანსური განათლების თონე, მან შეიძლება ნებისმიერი რეგულაციის პირობებში მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვიზრუნოთ საზოგადოების ფინანსური დონის ამაღლებაზე.

 

შესაბამისად, ვთანამშრომლობთ ბევრ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთან. გასულ წელს დამტკიცდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომ მე-7-მე-9 კლასელებისთვის მომავალ წლებში სავალდებულო იქნება ფინანსური განათლების სწავლება. მუშავდება სახელმძღვანელო, ვხვდებით ავტორებს, ვაძლევთ მათ რჩევებს. ეს არ იქნება ცალკე საგანი,თუმცა იქნება სამოქალაქო განათლების  საგნის ნაწილი.


 

ჩვენ ასევე გვაქვს ე.წ სკოლა ბანკის პროექტი. რომლის ეგიდითაც, თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში  საჯარო სკოლებში საპილოტედ ისწავლებოდა ფინანსური განათლება. მიმდინარე წელს რამდენიმე კერძო სკოლაში ისწავლება და ასევე, მოსწავლე ახალაგზრდობის სასახლეში. ვფიქრობთ, ამ პროექტის წახალისება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდებს მივცეთ ფინანსური განათლება, რათა ჩამოყალიბდნენ ისინი პასუხისმგებლიან და ინფორმირებულ მომხმარებლებად.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოხმარებლებს იმ შემთხვევაში თუ მათ პრეტენზია ექნებათ ფინანსური ორგანიზაციების მიმართ, წარადგინონ ეს პრეტენზია. ფინანსური ორგანიზაციებისადმი პრეტენზიების ანგარიშგება ჩვენს ვებ გვერდზე ხდება. სტატისტიკას 2011 წლიდან ვაწარმოებთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიდან წლამდე პრეტენზიების რაოდენობა იზრდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ იზრდება საზოგადოების ინფორმირებულობის დონეც, - ამბობს ლაშა გზირიშვილი.





საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...

„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს

„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს
access_time2020-01-29 14:45:33
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. მისივე თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up