რა კავშირშია ტექნოლოგიური წინსვლა ნაადრევ დაბერებასთან

რა კავშირშია ტექნოლოგიური წინსვლა ნაადრევ დაბერებასთან

access_time2021-09-25 17:00:52

ახალგაზრდობა რომელიმე ჩვენგანის ექსკლუზიურ საკუთრებას არ წარმოადგენს. ის დროთა განმავლობაში ქრება… თუმცა ბოლო წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს შეუძლიათ, უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ახალგაზრდობის შენარჩუნება, ვიდრე ქრონოლოგიური ასაკი გვთავაზობს. თანაც, ამის მიღწევა ცხოვრების წესის შეცვლით და ზოგიერთი იმ ჩვევის თავიდან აცილებით შეიძლება, რომელიც ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.

1. ციფრული ეკრანის დიდხანს ყურება

დიახ, რასაც ახლა აკეთებთ, შეიძლება, დაგაბეროთ. ექსპერტები ამბობენ, რომ სმარტფონებისა და კომპიუტერის ეკრანებიდან გამოსხივებულ ლურჯი შუქის გადაჭარბებულ ზემოქმედებას დაბერების დაჩქარება შეუძლია. 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ლურჯმა შუქმა შეიძლება, ტვინის და თვალის უჯრედები დააზიანოს. ამის თავიდან ასაცილებლად, მკვლევრები გვირჩევენ, რაც შეიძლება, მეტი ბუნებრივი შუქი მივიღოთ და რაც შეიძლება, ნაკლები დრო გავატაროთ ეკრანებთან – ყოველ შემთხვევაში თავისუფალ დროს მაინც.

2. დამუშავებული საკვების მირთმევა

“კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრის ან სხვა ნახშირწყლების შემცველმა დიეტამ შეიძლება, დაბერება დააჩქაროს” – აცხადებს ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია. მართალია, შაქარს მართლაც შეუძლია ნაოჭების წარმოქმნა… შაქარი ჩვენს კანში არსებულ ორ პროტეინს კოლაგენს და ელასტინს აზიანებს, სხეულის აღდგენის პროცესს ბლოკავს. კვების რაციონიდან მის ამოღებას კი ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნება შეუძლია – “ბევრი ხილისა და ბოსტნეული ჭამა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კანის ნაადრევი დაბერება” – განმარტავს AAD.

3. Covid-19

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები, დიდი ალბათობით, გრძელვადიან კოგნიტურ დეფიციტს განიცდიან, რაც 10 წლის ვადაში ტვინის დაბერებას უკავშირდება. მკვლევრებმა 84 000-ზე მეტი ადამიანი შეისწავლეს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა მნიშვნელოვანი კოგნიტური დაქვეითება განიცადეს, რომელიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა.


“ეს შედეგები ძლიერ მოწოდებად უნდა იქცეს უფრო დეტალური კვლევისთვის, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ კოგნიტურ დეფიციტს შეისწავლის” – წერენ ავტორები.

4. ქრონიკულ სტრესი

ქრონიკულ სტრესს შეუძლია, ნაადრევად დაგაბეროთ და სიცოცხლის ხანგრძლივობაც შეამციროს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლა იუწყება, რომ ქრონიკულ სტრესს შეუძლია შეამციროს ტელომერები, სტრუქტურები ყველა უჯრედში, რომლებიც დნმ-ს შეიცავს. ტელომერები თავდაპირველად გრძელია და ასაკის მატებასთან ერთად შედარებით მცირდება. როდესაც ისინი ძალიან მოკლე ხდება, მალევე “კვდება”. ეს არა მხოლოდ პირდაპირი დაბერების პროცესს უწყობს ხელს, არამედ მოკლე ტელომერების მქონე ადამიანები ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

5. უძილობა

ცუდი ძილის ნაკლებობა არა მხოლოდ დიდი უსიამოვნებაა, არამედ ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ძილი ის დროა, როცა სხეულის სასიცოცხლო სისტემები აღდგენის პროცესს განიცდის. ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ ერთი ღამით ცუდი ძილი ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.


წყარო: მარკეტერი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up