რა კავშირშია ჭუბერის სტიქია ენერგეტიკულ პროექტებთან

რა კავშირშია ჭუბერის სტიქია ენერგეტიკულ პროექტებთან

access_time2018-07-22 15:00:29

არის თუ არა კავშირი ჭუბერის ხევში 5 ივლისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრას და ნაკრას ხეობებში, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას შორის? – ამ კითხვას პასუხი სააქციო საზოგადოება “ნენსკრა ჰიდრომ” 5 ივლისსვე საგანგებო განცხადების საშუალებით გასცა და თქვა, რომ სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებას “ნენსკრაჰესის” მშენებლობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და დააყოლა, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე “ნენსკრაჰესის” მოსამზადებელი სამუშაოები სრულიად გაჩერებულია. გარდა ამისა, განცხადებაში არგუმენტად არის მოყვანილი ისიც, რომ აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას, ხოლო სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით.

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, სვანეთში მომხდარი სტიქია “ნენსკრაჰესის” მშენებლობას არ გამოუწვევია. მისი თქმით, ნებისმიერი მშენებლობა გარკვეული რისკის შემცველია და გარემოზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს, თუმცა, “ნენსკრაჰესის” მშენებლობა იმ ფაზაში არ იყო, რომ იქ დატბორვა დაწყებულიყო.

როგორც ჩხობაძე აცხადებს, “ნენსკრაჰესს” არ შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა სტიქიაზე და ის გამოეწვია, მაგრამ თავად ნენსკრას განმახორციელებელ კომპანიას მიეცა საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია და არაერთხელ, რომ მათი გეოლოგია ბოლომდე შესწავლილი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ზუსტი მონაცემის დადგენა,თუ რა მოცულობის ტყე იჩეხება საქართველოში რთულია:

“გაცილებით მეტი იჭრება ვიდრე რეალური სტატისტიკა აჩვენებს. Global Forest Watch-ს აქვს სპეციალური რუკა სადაც ჩანს ტყის გამეჩხერების მონაცემი. ასევე არის კოსმოსური რუკა, თუმცა  ყველა ჭრის გადაღება შეუძლებელია, რეალურად ადგილზე უარესი სიტუაციაა”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ პირველადი შეფასებით, ჭუბერში განვითარებული სტიქიის ერთ-ერთ მიზეზად ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მასობრივი ხე-ტყვის ჭრა უნდა მივიჩნიოთ. გეთიაშვილი აცხადებს, რომ დაზუსტებული მიზეზისთვის მოკვლევაა საჭირო.

მისი განცხადებით, ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ ჭუბერში ტყეების ჭრა მასშტაბური იყო. გარდა ამისა, ეს კარგად ჩანს, სტიქიის ზონიდან გავრცელებულ ვიდეოებში, სადაც ვხედავთ, რომ მდინარეს ათასობით კუბური მეტრი ხე-ტყე მოაქვს, რომელიც სულაც არ არის სტიქიის მიერ მოთხილი ცოცხალი ბიომასა.  ეს უფრო მოჭრილ ხე-ტყეს ჰგავს.


“შეიძლება ეს იყოს დასაწყობებული, ნაწილი შეიძლება იყოს მკვდარი ბიომასა, რომელიც ტყეში ხე-ტყის ჭრის შედეგად რჩება. ეს კადრებში კარგად ჩანს. ამასთან ერთად, გავრცელებულ ინფორმაციებში, ვიდეოებში ადგილობრივი მოსახლეობაც ხშირად ახსენებს სახერხებს, წაღებულ ათეულობით კუბურ მეტრ ხე-ტყეს, რომელსაც ფლობდა ერთი ოჯახი. ასე რომ, აქ ეს პრობლემა არის და ამის შესახებ იცის როგორც საზოგადოებამ, ისე ხელისუფლებამ,”-აცხადებს გეთიაშვილი.

მისივე განმარტებით, ზოგადად, სტიქიას მაპროვოცირებელი ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს. ამიტომ, გეთიაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ტყის ჭრა ერთადერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი არ არის. პრობლემა კომპლექსურია, მათ შორისაა, ბუნებრივი ფაქტორები. შედეგად, განსაკუთრებით იმ ზონაში, სადაც ასეთი ფაქტორები მძლავრია, ტყეების დაცვა განსაკუთღებული სიფრთხილით უნდა მომხდარიყო.

გეთიაშვილის განცხადებით, ჭუბერში მზადდება სამასალე ხე-ტყე, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.”ხე-ტყე განსაკუთრებით ინტენსიურად იჩეხებეოდა 2016 წლის ჩათვლით, როდესაც მასალის ტრანსპორტირებას წარმოშობის სერტიფიკატი არ სჭირდებოდა.  უკვე მოგვიანებით ასეთი დოკუმენტის არსებობდა საჭირო გახდა, თუმცა, გამოინახა სხვა გზები და ხე-ტყის უკანონოჩეხვა კომერციული მიზნით ისევ აქტიურად გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰესების მშენებლობას იმ ტერიტორიებზე, სადაც მრავლადაა ღვარცოფული მდინარეები, რისკის შემცველად მიიჩნევს ჰიდროლოგი მერაბ ალავერდაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ, მისი დაკვირვებით, ჭუბერში 5 ივლისის სტიქიურ მოვლენას არ აქვს კავშირი ჰესის მშენებლობასთან. ის დარწმუნებულია, რომ წყლის მოვარდნა ჭუბერში გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მოვლენით, რომელიც სამმა მიზეზმა გამოიწვია:

“ძალიან დიდი სიცხეებია, მოხდა მყინვარის ინტენსიური დნობა. ენგურის აუზის მდინარეებსა და იმ მდინარეებს, რომლებიც მყინვარიდან საზრდოობენ, ივლის-აგვისტოში ახასიათებთ მაქსიმალური წყლიანობა. წელს ეს პერიოდი ცოტა ადრე დაიწყო, რადგან ასეთი სიცხეები, დიდი ხანია, არ ყოფილა. მოხდა თოვლის ინტენსიური დნობა. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ნალექი მოვიდა წვიმისა და სეტყვის სახით, რამაც გამოიწვია ნიადაგის დამძიმება, სწორედ ისე, როგორც სამი წლის წინ ვერეს ხეობაში. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდია ანთროპოგენული ზეგავლენა. კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე იჩეხება ტყის მასივები, ხდება ხე-ტყის მოპოვება. ასეთ დროს კი ფერდობების მდგრადობა ძალიან მყიფეა, რაც ხელს უწყობს მთების ჩამოქცევას”

სს “ნენსკრა ჰიდროს” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი კომპანია კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

“ნენსკრაჰესის” მშენებლობის შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა, 2012 წლის დასაწყისში. მაშინ მესტიაში ჩატარებულმა საჯარო განხილვამ ჰესის მშენებლობის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება გამოავლინა. “ნენსკრაჰესის” მშენებლობას, არაერთი წელია, აპროტესტებენ სვანეთის მკვიდრნი. ისინი პერიოდულად აქციებს მართავდნენ როგორც სვანეთში, ისე თბილისში.


ბანკები და ფინანსები





აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...


მსგავსი სიახლეები

up