ლევან ხაბეიშვილი: გლდანში, ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან  40- 50 მლნ ლარი დაიხარჯება

ლევან ხაბეიშვილი: გლდანში, ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 40- 50 მლნ ლარი დაიხარჯება

access_time2018-05-28 10:00:00


 გლდანში ახალი ელექტროსადური აშენდება. სახელმწიფო ელექტრო სისტემამ მერიას მშენებლობისთვის 3 ჰექტარის გამოყოფა უკვე მოსთხოვა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პრესამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლის გაზრდამ გამოიწვია. პრესამსახურში აცხადებენ იმასაც, რომ მშენებლობის ვადები და ღირებულება პროექტის დამუშავების შემდეგ გაირკვევა.

 

„ქალაქ თბილისის ინფრასტრუქტურული განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი წლიდან-წლამდე იზრდება, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გლდანში გეგმავს 500 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობას, რაც მკვეთრად გაზრდის დედაქალაქის ენერგომომარაგების სტაბილურობას და იმედიანობას,“ - ასეთია სახელმწიფო ელექტროსისტემის პრესამსახურის განმარტება.


სახელმწიფო ელექტროსისტემისგან გასხვავებული პოზიცია აქვთ საკრებულოს ოპოზიციაში. დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი კომერსანტს უყვება, რომ გლდანში დაგეგმილი მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება. მისი თქმით, იგეგმება ბიტკოინის საწარმოს გაფართოება, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. ოპოზიციაში ამტკიცებენ იმასაც, რომ ახალი ქვესადგურის მშენებლობის აუცილებლობა ქვეყანაში არ არსებობს.


 „500 კილოვლოტიანი ქვესადგური გლდანში ბიტკოინების ქარხნის მიმდებარედ შენდება. საქმე გავქვს მასშტაბურ პოლიტკურ კორუფციასთან, სადაც ივანიშვილი  საკუთარ გავლენებს იყენებს. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოაკლდეს ელექტრო ენერგია, არსებული ქვესადგურის გევრდით დამატებითი ელექტროსადგური შენდება, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან   40- 50 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს,“ - ამბობს  ლევან ხაბეიშვილი. 


.



ფართოვდება თუ არა  ბიტკოინის მომპოვებელი კომპანია Bitfury ჯგუფი, ინფორმაციის გადასამოწმებლად  „კომერსანტი“ კომპანიის წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილს დაუკავშირდა.


 „ჯერ-ჯერობით ინფორმაციას ვერ მოგცემთ. ამ საკითხთან  დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. მიდის მოლაპარაკებები, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერი გვაქვს. ბოლოს ინვესტიცია კანადაში მაინინგში გავაკეთეთ. საქართველში რას ვიზამთ ვფიქრობთ, ჯერ არ ვიცი. დაზუსტებული ინფორმაცია მე არ მაქვს და ოპოზიციას საიდან აქვს, არ ვიცი,“- აცხადებს  ეფრემ ურუმაშვილი.


იურიდიული კომპანია “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების პარტნიორი და ფინანსისტი, ეფრემ ურუმაშვილი ოპოზიციის ბრალდებაზე პასუხობს - კომპანიას საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე ელექტროენერგიის  ტარიფთან მიმართებით არანაირი შეღავათით არ უსარგებლია“. 

 

ბაჩო ადამია






კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up