რა კავშირი აქვს ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევას არჩევნებთან?

რა კავშირი აქვს ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევას არჩევნებთან?

access_time2020-01-17 11:30:58

ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხის ბედი, რომელიც თითქმის 15-20 წელია, ქვეყანაში განხილვის საგანია, ისევ გაურკვეველია. სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილ აცხადებს,რომ კანონპროექტის დაყოვნების მიზეზები ოფიციალურ სტრუქტურებს არ განუმარტავთ. თუმცა, მისი ვარაუდით, მიზეზი არჩევნებს უკავშირდება, რადგან აღნიშნული სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ამომრჩევლისთვის სასურველი თემა არ არის.


„კანონი „გაჭედილია“ პარლამენტში. მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის დეკემბერში შეიტანა და მერე ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტის განხილვა არ მომხდარა. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პარლამენტთან, კომიტეტებთან. იქ მხარდაჭერა იყო კიდეც და არც იყო – ეს უბრალო საკითხი არ არის. ბოლოს მოხდა ისე, რომ კანონპროექტი წლის ბოლომდე არ განხილულა. მიზეზი არავის უთქვამს. ვფიქრობ, მიზეზი პოპულიზმი, პოლიტიკა და არჩევნებია. აპრიორი ითვლება, რომ ეს არ არის ელექტორულად მომგებიანი კანონი. თუმცა, ვფიქრობ, მთლად ასე არ არის, მაგრამ ეს არის ის ჩარჩო, რაშიც ვარსებობთ“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

 

ხეჩინაშვილი ვარაუდობს, რომ კანონპროექტის განხილვა არც წელს მოხდება, რადგან საარჩევნო წელია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მესამე პირის მიმართ სამოქალაქო დაზღვევის საჭიროებას აცნობიერებს და ამას ევროკავშირიც ისევე ითხოვს, როგორც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის მექანიზმის დანერგვა წარმატებული იქნება, რადგან ქვეყნაში ამ ტიპის დაზღვევის ამოქმედებისთვის საჭირო ყველა რგოლი გამართულად მუშაობს.

 

 ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონის გაჭიანურებაზე თავისი პოზიცია აქვს კერძო სექტორსაც. ჯიპიაი ჰოლდინგისკომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ საქართველო იმ მცირიცხოვან ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, სადაც არ მოქმედებს ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონი. ეს ფაქტი ხშირად ინვესტორების გაოცებასაც იწვევს, რადგან განვითარებული კერძო სადაზღევო ინდუსტრია და ზოგადად, განვითარებული სადაზღვევო ბაზარი ქვაკუთხედია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის.

 

 მისი ინფორმაციით, აღნიშნული კანონი არამხოლოდ სადაზღვევო ბაზრის განვითარებას მისცემს სერიოზულ ბიძგს, არამედ უპირველესად სოციალურად აუცილებელი და საჭიროა. 2018 წელს საქართველოში 40,000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საიდანაც დაშავებულთა რაოდენობა 10,000-ს აღწევს, ხოლო გარდაცვალების 459 შემთხვევაა. ყველა ამ სავალალო შემთხვევას ჰყავს პასუხისმგებელი და დაზარალებული და ეს კანონი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ დაზარალებული მხარე მაღალ კომპენსაციას იღებს მკურნალობისთვის ან სულაც მანქანის შეკეთებისთვის, ხოლო ბრალეულ მხარეს აღარ უწევს ამ ხარჯი გადახდა.

 

სტამბოლიშვილის განცხადებით, მთლიანად ეს ტვირთი გადმოდის სადაზღვევო ინდუსტრიაზე და ამ სისტემის ამოქმედებისას მატერიალურ სარგებელს მიიღებს ათი ათასობით ადამიანი.მეორე და უმნიშვნელოვანესი დადებითი შედეგი იქნება სადაზღვევო კულტურის განვითარება, რადგან მილიონობით ადამიანს ექნება შესაძლებლობა, შემოვიდეს სადაზღვევო სისტემაში და მიიღოს სარგებელი.

 

ჩვენი ისიც კი შევთავაზეთ კანონმდებლებს, რომ კანონი შევიდეს ძალაში, თუმცა ეტაპობრივად ამოქმედდეს, ერთი ან ორი წლის განმავლობაში და ეს პერიოდი ცნობიერების და მიმღებლობის ამაღლებას მოვახმაროთ. ევროკავშირის მოთხოვნით კანონი 2019 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს არ მოხერხდა გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. სამწუხაროდ, ჩვენ მუდმივად ვართ დამოკიდებული საარჩევნო ციკლებზე და გადაწყვეტილებების მიღებაც, როგორც ჩანს ამას უკავშირდება - მუდმივად რაღაც სხვა არის პრიორიტეტული.

 


ეს დამოკიდებულება კი, ცხადია, ბიზნესისთვის ხელისშემშლელია - წინა წელს ჩვენი აქციონერის, ვენის სადაზღვევო ჯგუფის ხელმძღვამელობის ვიზიტისას საკმაოდ მაღალ დონეზე გაჟღერდა დაპირება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და ინვესტორებმაც ამის მიხედვით დაგეგმეს მომავალი სტრატეგია, დავიწყეთ თანხების ინვესტირება ინფრასტრუქტურის შესაქმნელად - მოგეხსენებათ ინდუსტრია 70,000 ავტომობილიდან მილიონ ავტომობილზე უნდა ავიდეს და ამისთვის მომზადებაა საჭირო. მსგავსი არაპროგნოზირებადი გარემო ხელს არ უწყობს არც ამ ბაზრის განვითარებას და არც ინვესტორების დაინტერესებას. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ გავაგრძელოთ კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანოსთან და შევეცადოთ, დავარწმუნოთ ამ კანონის აუცილებლობაში როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით-განმარტავს სტამბოლიშვილი.

 

ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონის გადადებაზე საუბრობს  არდი დაზღვევისაღმასრულებელდირექტორმიხეილ ჯაფარიძეც. მისი ინფორმაციით, ყველაზე  დიდი დაბრკოლება სავარაუდოდ არის ის, რომ მთავრობის აზრით სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის შემოღება უარყოფითად იქნება აღქმული და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და  დაზღვევის ღირებულება იქნება დამატებითი ტვირთი. „ცხადია, თუ მხოლოდ ასე ცალმხრივად შევხედავთ, ეს სწორ გზაზე ვერ დაგვაყენებს. ამ პროდუქტის საჭიროების სწორად მიწოდებაა საჭირო“-აღნიშნავს ჯაფარიძე.

 

ჯაფარიძე განმარტავს,რომ ამ ყველაფერს კარგი ახსნა ჭირდება მოსახლეობისთვის. გადახდილი სადაზღვევო პრემიის დიდი ნაწილი ისევ უკან ბრუნდება ანაზღაურებული ზარალების სახით და რაც ყველაზე მთავარია მოსახლეობა ისწავლის დაზღვევის მნიშვნელობას. თითოეული მოქალაქე გაიაზრებს, რომ არსებობს რისკის მართვის ინსტრუმენტი და მას შეუძლია მცირე შენატანის სანაცვლოდ გარკვეული გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილება მომავალში.

 

„საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 1,4 მილიონი ავტომობილი. სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში ივარაუდება რომ დაახლოებით 140,000 სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება მოუწევთ სადაზღვევო კომპანიებს. წარმოიდგინეთ, როდესაც 140,000 ოჯახი მიიღებს ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიებისგან, რაც სხვა შემთხვევაში ან საერთოდ ვერ ხდება ან დიდი უსიამოვნების მიზეზია ავტოსაგზაო შემთხვევის მონწილე მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო. ანუ ერთის მხრივ სადაზღვევო კომპანია იხდის თანხას და მეორეს მხრივ ბრალეული მხარის დევნა არ უწევს დაზარალებულს.

 

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუკი ვინმეს ჭირდება დაზღვევა ეს არის ის, ვისაც ყველაზე ნაკლებად აქვს იმის ფუფუნება რომ რამე გაუთვალისწინებელი ხარჯი დააწვეს ოჯახს. მოსახლეობის შეძლებულ ფენას, რომელიც ისედაც ძალიან აქტიური მომხმარებელია სადაზღვევო პროდუქტების, მეტ-ნაკლებად დაზღვევის გარეშე შეუძლია გაუმკლავდეს სირთულეს. თუმცა ეს ფუფუნება არ აქვს სხვას. ამით იმის თქმა მინდა, რომ დაზღვევა არაა ფუფუნების საგანი, ის არის აუცილებელი, საჭირო პროდუქტი. დაზღვევა პირველ რიგში მას ჭირდება, ვისაც მყიფე ფინანსური მდგომარეობა აქვს და ნებისმიერი ახალი გამოწვევა მძიმე ტვირთად აწვება-აცხადებს ჯაფარიძე.

 

კითხვაზე, აღნიშნული კანონპროექტის  გაჭიანურება როგორც აისახება  სადაზღევო სექტორზე, ჯაფარიძე განმარტავს, რომ სადაზღვევო სექტორი თავისი ინერციითა და ძალისხმევით წლიდან-წლამდე ვითარდება, თუმცა, ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ხელს შეუწყობს დაზღვევის კულტურის განვითარებას საქართველოში და სწორედ ამიტომ იქნებოდა დიდი სტიმული დარგისთვის.

 

ჯაფარიძის ინფორმაციით, ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში წლებია მოქმედებს.

 

არაფერს ვამბობ ევროპასა და ამერიკაზე. ეს პროდუქტი იმდენად დიდი ხანია არსებობს მსოფლიოში, რომ მის მნიშვნელობაზე ბევრი კამათი არ ღირს. ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია ეს არის  სხვა ქვეყნების შეცდომების გათვალიწინება და თანამედროვე, სრულად ციფრული სისტემების შემოღება, რაც ერთის მხრივ, შეამცირებს ხარჯს და მეორეს მხრივ გახდის კონკურენციას-აცხადებს ჯაფარიძე.

 

მისივე განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სავალდებულო დაზღვევის სახეობის შემოღება არ იქნას აღქმული როგორც დამატებითი გადასახადი. ეს პირველ რიგში, სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სურვილია. უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული პროდუქტის შეძენა ხდება, რომელიც ისევ მოსახლეობას უბრუნდება ანაზღაურებული ზარალების სახით, იზრდება კონკურენცია სადაზღვევო კომპანიებს შორის და ა.შ.

 

 

მიხეილ ჯაფარიძის განმარტებით, სადაზღვევო სექტორის განვითარება რამოდენიმე მნიშვნელოვან დადებით ეფექტს გამოიღებს:

 

  •  დააბალანსებს ფინანსურ ბაზარს, სადაც ამჟამად საბანკო სექტორია დომინანტი და სხვადასხვა პარამეტრებით საშუალოდ 25-ჯერ დიდია სადაზღვევო სექტორზე. სადაზღვევო სექტორი უნდა გახდეს საბანკო სექტორის კონკურენტი ეკონომიკაში კაპიტალის მიწოდების კუთხით.

 

  • მოსახლეობა ნელ-ნელა გაითავისებს სადაზღვევო პროდუქტების როლს და თავად დაიწყებს საკუთარი (ფინანსური) რისკების მართვას ანუ ინდივიდუალური მოქალაქე უფრო დამოუკიდებელი გახდება, რაც გააძლიერებს სახელმწიფოს.

 

  • გაიზრდება კონკურენცია სადაზღვევო კომპანიებს შორის რათა მათ საუკეთესო პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებლებს. რადგან ძალაუფლება ექნება მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიები იძულებული იქნებიან გასცენ სწორი დაპირებები და შემდეგ უზრუნველყონ მათი შესრულება. ამას ემატება  ეკონომიკაში შექნილ ახალ სამუშაო ადგილები და გადახდილი გადასახადები.

 

როგორც ცნობილია, ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა ამ დრომდე მისი განხილვაც კი არ მომხდარა. 


სოფო ქსოვრელი 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up