რა იზიდავს ბელარუს პოლიტემიგრანტებს საქართველოში

რა იზიდავს ბელარუს პოლიტემიგრანტებს საქართველოში

access_time2021-10-23 18:00:08

მარშრუტი მინსკი-მოსკოვი-ვლადიკავკაზი-თბილისი- ბათუმი, ორი გიტარა, ორი ჩემოდანი და თითქმის 1 კვირა გზაში - აი ასე იმოგზაურეს თავიანთ დღევანდელ საცხოვრებელ ადგილამდე მუსიკოსმა დმიტრიმ და მუსიკის მასწავლებელმა ნადეჟდამ.

 

პირველად დმიტრი 2020 წლის 9 აგვისტოს მინსკში დააკავეს. მან 3 დღე ქალაქის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გაატარა, შემდეგ კი  რაიონ ჟოდინოში  პოლიტიკური პატიმრებისთვის გათვალისწინებულ ციხეში განათავსეს. პატიმრობის დეტალების გახსენება არ სურს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ციხის შემდეგ მას წელი და ხელი სტკივა. განთავისუფლების შემდეგ, ლუკაშენკოს საწინააღმდეგო მოძრაობას აქტიურად შეუერთდა. 2021 წლის 27 მარტს ის მინსკში საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 30 დღე მიუსაჯეს. ამგვარად დმიტრი მეორედ აღმოჩნდა ჟოდინოში.

 

„ყოველ ღამე მაყენებდნენ, მცემდნენ, იმიტომ რომ ასეთი წესია. საკნები გადატენილია, ყველა პატიმარი - პოლიტიკური აქტივისტია. ციხიდან გამოვედი სხვა ადამიანი,“- ამბობს დმიტრი.

 

აგვისტოში მან და ნადეჟდამ ბელარუსის დატოვება გადაწყვიტეს. საქართველო კლიმატის და ბუნების გამო აირჩიეს. რაც შეეხება, სამუშაოს და შემოსავალს, დმირტი საიტების დიზაინერია, ნადეჟდა მუსიკას ონლაინ ასწავლის.

 

„თავიდან ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს შვებულებაში მიდიხარ, მერე ხვდები, რომ სხვა გამოსავალი არა გაქვს. ან წახვალ ქვეყნიდან, ან ბოლოს და ბოლოს აუცილებლად დაგაპატიმრებენ,“- ამბობს ნადეჟდა.

 

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქალაქ გროდნოდან ანდრეი მელეშკო 1999 წლიდან არაერთხელ იყო დაკავებული, თუმცა, ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში, როდესაც მას ერთდროულად 5-მა სახელმწიფო სტრუქტურამ მიაკითხა, მათ შორის, ფინანსურ გამოძიებათა დეპარტამენტმა და უშიშროების კომიტეტმა, რომელსაც ბელარუსში დღემდე „კგბ“ ჰქვია.

 

აგვისტოში ცოლ-შვილთან ერთად ჩამოვედი, ისინი გროდნოში დაბრუნდნენ, მე აქ დავრჩი და დაბრუნებას ჯერ  არ ვგეგმავ“- თქვა მან.

 


ქალაქ ბრესტიდან გამოქცეული უფლებადამცველი და აქტივისტი რომან კილსია კი ბელარუსიდან „კგბ“-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გაიქცა. ეს ადვილი საქმე არ იყო, რადგანაც ის გაუსვლელობის ხელწერის ქვეშ იმყოფებოდა.

 

„არ ვიცოდი, მეძებენ თუ არა და უცნობი იყო, როგორ მოვახერხებდი ქვეყნის დატოვებას. მე ბელარუსიდან კვირას გავემგზავრე, სამშაბათს ჩემი „ტელეგრამ“- არხი გატეხეს, ოთხშაბათს ჩემი კოლეგები დააპატიმრეს. გამოდის, რომ ძლივს გავასწარი,“ - ამბობს კისლიაკი.

 

ასეთები საქართველოში, განსაკუთრებით კი, ბათუმში, საკმაოდ ბევრია. ბელარუსული დიასპორის საბჭოს წევრი ნატალია მილევსკაიას თქმით, 2020 წლის აგვისტოდან აჭარაშია რაოფიციალურად 5000 ბელარუსი პოლიტდევნილი ჩამოვიდა.

„მათ ძირითად ნაწილს კარგი განათლება აქვთ - ყველაზე მეტია IT-სპეციალისტი, არიან ექიმები, ჟურნალისტები. მათი ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ნაწილი საქართველოში დასაქმდა. აქ ბელარუსები სამსახურში სიამოვნებით აჰყავთ. რა თქმა უნდა, არის გარკვეული საყოფაცხოვრებო პრობლემებიც. მაგალითად, სეზონზე ბინების ქირა ძალიან ძვირია, ამჟამად, არა სეზონზე, ფასები შედარებით ნორმალურია. კიდევ ერთი პრობლემაა  სკოლები და საბავშვო ბაღები. ბათუმში რუსული სკოლებიც არის, და ბაღებიც, მაგრამ ისინი არაა გათვლილი ამ რაოდენობაზე, “- ამბობს  მილევსკაია.

 

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში პოლიტდევნილები თავს უკეთესად გრძნობენ, და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ერთვებიან.

 

„ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სოლიდარობის რამდენიმე აქცია ჩავატარეთ, ქართველები ხშირად მოდიან, გვეკითხებიან ბელარუსში რახდება, ინფორმაცია თითქმის არა აქვთ. პროკლამაციები მოვამზადეთ, ქართულად ვთარგმნეთ, ვცდილობთ ჩვენი აზრი ადგილობრივებამდეც მივიტანოთ,“ - ყვება დიასპორის საბჭოს წევრი.

 

ბელარუს პოლიტემიგრანტებს აშინებთ საქართველოს და ბელარუსის სპეცსამსახურებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში ამა წლის 1 აგვისტოს შევიდა.

 

 „ამან ბევრი ბელარუსი შეაშფოთა, თუმცა აქაური კანონმდებლობით ვინმეს დეპორტირება ადვილი არაა. არასასიამოვნოა, რომ ჩვენს შესახებ ინფორმაცია შესაძლოა ლუკაშენკოს ხელისუფლებას გადაეცეს. ჩვენ პირველ რიგში ბელარუსში დარჩენილი ნათესავების უსაფრთხოება გვაწუხებს,“ - ამბობს ნატალია მილევსკაია.

 

თუმცა, ყველა ბელარუსი მაინც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

 

„ერთხელ მე მკითხეს, რატომ არ ითხოვენ ბელარუსები ლტოლვილის სტატუსის მიღებას? ეს მარტივია, - ყველა იმედოვნებს, რომ მალე სახლში დაბრუნებას შეძლებს,“ - ამბობს მილევსკაია.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: Deutche welle





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up