რა იწვევს ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტს საქართველოს დახლებზე

რა იწვევს ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტს საქართველოს დახლებზე

access_time2021-07-30 13:00:13

პანდემიური პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეების მიუხედავად, საქართველოში იმპორტული პროდუქტის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შექმნილა. მიუხედავად ამისა, არის გარკვეული შემთხვევები, როცა მომხმარებელს ზოგიერთი პროდუქტის შესაძენად, მარაგის არქონის გამო, მაღაზიიდან მაღაზიაში უწევს სიარული.  მიზეზად დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია „კომერსანტთან“ საუბარში საბაჟო გამშვებ პუნქტებში ბიზნესისთვის არსებულ ბარიერზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ ძალიან ხშირად ტვირთებს „ყვითელ დერეფანში“ უწევთ მოცდა, ზოგ შემთხვევაში, კვირაობით, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო ბაზარს უქმნის პრობლემას და ბიზნესიც ზარალდება.

 

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ტვირთები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ხვდება ყვითელ დერეფანში. ამ დროს წინასწარ გვახდევინებენ დღგ-ს გადასახადს, თუ უწევს, იმპორტის გადასახადსაც, რაც სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის. ძირითადად ამის გამო ხვდება ტვირთები ყვითელ დერეფანში, ზოგ შემთხვევაში, წითელ დერეფანზეც უწევთ მოცდა. პროცესი კი კვირაობით იწელება. შეიძლება, კონკრეტული პროდუქტი დახლზე ვერ ნახოთ, რადგან საბაჟოზეა გაჩერებული. სხვა პრობლემა ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს“, - ამბობს ჭყონია და დასძენს, რომ ბიზნესს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ძირითადად, დამოუკიდებლად უწევდა პრობლემასთან გამკალვება.

 

„სირთულეების მიუხედავად,  ჩვენმა ასოციაციამ და წევრმა კომპანიებმა კარგად იმუშავეს, რათა  პროდუქტის დეფიციტი არ შექმნილიყო. შედეგად, საქართველო იმ სახელმწიფოებს შორისაა, სადაც პანდემიურ პერტიოდში დეფიციტი არ შექმნილა, ეს მაშინ, როცა თავიდან ბოლომდე ვართ იმპორტზე დამოკიდებული“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ივა ჭყონია.

 


როგორც წესი, დერეფნის ფერის შერჩევა სატრანსპორტო საშუალებისთვის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, საბაჟო გამშვებ პუნქტშივე ხორციელდება.


მწვანე დერეფნის შემთხვევაში, საქონლის გაფორმება საბაჟოს გამშვებ პუნქტშივე მთავრდება, ყვითელი დერეფნის შერჩევისას, მისი განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე ხორციელდება.


წითელ დერეფანში საქონლის მოხვედრა ნიშნავს, რომ გაფორმების შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით მისი განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში მიმდინარეობს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up