რა  იწვევს იანვარ-თებერვალში ლარის გამყარებას - ირაკლი მაკალათია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ ტენდენციებსა და მოლოდინებზე

რა იწვევს იანვარ-თებერვალში ლარის გამყარებას - ირაკლი მაკალათია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ ტენდენციებსა და მოლოდინებზე

access_time2023-02-03 23:30:33

რა ტენდენციები და მოლოდინებია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა.

„მოთხოვნა/მიწოდება განსაზღვრავს ვალუტის, ისევე როგორც სხვა პროდუქტების ღირებულებას. ჩვენი ვალუტის კურსი განპირობებული იყო საგარეო ფაქტორებით, ქვეყანაში შემოვიდა მიგრანტების დიდი რაოდენობა, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო, ლარზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქართული ვალუტის გამყარებას.

ბოლო 5 წლის ტენდენციას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ იანვარ-თებერვალი ხასიათდება ყველაზე მეტად გამყარებით და დოლარის ყველაზე დაბალი კურსი გვაქვს ამ დროს. ამის გამომწვევი მიზეზი ორია, ერთი ის, რომ დაბალი ეკონომიკური აქტივობაა, კომპანიებს შევსებული აქვთ მარაგები, უცხოურ შესყიდვებს არ აკეთებენ და დოლარზე და ევროზე ნაკლები მოთხოვნაა. ეს ეხმარება გამყარებას. მეორე არის ფულის მასა, როდესაც გამყარების ტენდენციაა ეს ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს ფულის მასა ამოაქვს ბრუნვიდან და ეს ეხმარება გამყარებას მყისიერად,“ - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

კობა გვენეტაძის განცხადებას, რომლის თქმითაც არასწორია მოსაზრება, თითქოს სები ინტერვენციებით ახდენს ლარის კურსზე ზემოქმედებას, არამედ მცურავი კურსის პირობებში ეროვნულ ვალუტაზე ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებს, ირაკლი მაკალათია არ ეთანხმება. მისი თქმით, ფულის მასის მოცულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია, ფულის მასაზე პასუხისმგებელი კი სწორედ ეროვნული ბანკია.



ირაკლი მაკალათიას სამომავლოდ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი აქვს, ამისთვის კი ინფლაცია ჩვეულებრივ დინამიკაში უნდა გადავიდეს.


როგორც ირაკლი მაკალათია ამბობს სწორი მონეტარული პოლიტიკა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა არის ორი მთავარი ფაქტორი, როგორც ეროვნული ვალუტის, ასევე მთლიანად ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.


„ორი მნიშვნელოვანი, პირველი მყისიერი ეს არის სწორი მონეტარული პოლიტიკა, უნდა აკონტროლოს ფულის მასა და არ გამოიწვიოს მისი ზრდა, მეორე ეს არის ეკონომიკური განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება. ფულის მასისა და წარმოებული პროდუქციის თანაფარდობა ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს. სწრაფი ეკონომიკური განვითარება და სწორი მონეტარული პოლიტიკა ადვილად გადასაწყვეტი საკითხებია, თუმცა ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო, “- აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up