თავისუფალი ვაჭრობა, თუ კერძო ბიზნესის ლობირება – რა მისიით ესტუმრა საამიროებს ეკონომიკის მინისტრი

თავისუფალი ვაჭრობა, თუ კერძო ბიზნესის ლობირება – რა მისიით ესტუმრა საამიროებს ეკონომიკის მინისტრი

access_time2021-09-22 13:00:44

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, მით უმეტეს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებას სპეციალისტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. იმ ფონზე, როცა მთავრობის წარმომადგენლები ქვეყნებს შორის კომუნიკაციის გაფართოებასა და მიღწევებზე მსჯელობენ, ეკონომისტი გია ხუხაშვილი ღიად აცხადებს, რომ მთავრობა, ამ შემთხვევაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კერძო ბიზნესს ლობირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიკოსი ავთო სილაგაძე განსხვავებული მოსაზრებისაა და ამბობს, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის შესაძლებლობა გამოსაყენებელია და ამ საკითხს  სახელმწიფოებრივ დონეზე გადაწყვეტენ, თუ კერძო ბიზნესის ინტერესების ლობირებას მოახდენენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

 


„კომერსანტთან“ საუბარში თავის ამ მოსაზრებას ეკონომისტი ამყარებს იმ არგუმენტით, რომ საქართველოს არ გააჩნია რეალური პოტენციალი, რითაც მან შეიძლება არაბთა გაერთიანებული საამიროების ყურადღება მიიპყროს.



,,ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყანა, როგორიც საამიროებია, საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესს დიდად ვერ გამოავლენს. არ მგონია, ამ ქვეყნისთვის საინტერესო ვიყოთ. აქედან გამომდინარე, ნათია თურნავას ვიზიტის საფუძველი გაერთიანებულ საამიროებში უფრო კერძო ინიციატივაა, სახელმწიფოებრივ როლს ამაში ნაკლებად ვხედავ. თავიდან ბოლომდე ეს ურთიერთობა თავისი კერძო ბიზნესების ლობირებას ემსახურება. ის, რომ არაბთა გაერთიანებული საამიოები საქართველოს სავაჭრო პარტნიორი შეიძლება გახდნენ, რაშიც თურნავას სურს, რომ დაგვაჯეროს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. ამ თვალსაზრისით, ოპტიმისტურად ვერც თავისუფალი ვაჭრობის საკითხს განვიხილავ. კონკრეტულ ბიზნესებს ვერ დავასახელებ, მაგრამ აშკარად იკვეთება კერძო სექტორის ინტერესები. ეკონომიკური გვალვის პერიოდში, რა პირობებშიც დღეს ვიმყოფებით, სერიოზულ ეკონომიკურ აქტივობას, მით უმეტეს, საამიროებში, ეჭვით ვუყურებ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ხუხაშვილი.

 


ეკონომისტი ფიქრობს, რომ საქართველო ვერ ქმნის პროდუქციას, რომლის რეალიზაციაც შეიძლება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წარმატებით განახორციელოს. ,,ვიღაცისთვის საამიროები შეიძლება საინტერესო ჩანდეს, მაგრამ ამ ქვეყანას სერიოზულ პარტნიორად ვერ ჩავთვლით. რა უნდა შევთავაზოთ, არ მესმის. მაქსიმუმ, რაც შეიძლება გააკეთონ, იყიდონ მიწები და სასტუმროები ააშენონ. ფაქტობრივად არაფერი გვაქვს შესათავაზებელი, ჩვენ ვერ ვქმნით დოვლათს, ყველაზე მეტი რაოდენობით ღვინო გადის ქვეყნიდან, მაგრამ ამ პროდუქტის მომხმარებელი ისინი არ არიან. თხილის ექსპორტი ამ მიმართულებით ნამდვილად გამოიწვევდა ინტერესს, მაგრამ ეს ისეთი მიზერულია, რომ სათვალავადაც არ ღირს. სისტემურად სახელმწიფოებრივ დონეზე საუბარი არ არის. დიდი პოტენციალი აქვს ამ მხრივ ცხვრის ექსპორტს, მაგრამ ისიც აზერბაიჯანის გავლით, ამიტომ სინამდვილეში ესეც აზერბაიჯანული ბიზნესია, ვინაიდან მეზობელი ქვეყანა ამით მეტ სარგებელს იღებს, ვიდრე საკუთრივ საქართველო“, - უთხრა ,,კომერსანტს“ გია ხუხაშვილმა.




თუმცა, არის განსხვავებული მოსაზრებაც. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან, ვისთანაც კი ეკონომიკური კავშირის დამყარების შესაძლებლობა გაჩნდება, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული.

 


,,შეიძლება საამიროები საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ. ამ შესაძლებლობის გამოყენება ნამდვილად შესაძლებელია. მათი ინვესტიციებიც საინტერესოა სხვადასხვა მიმართულებით, დიდი კაპიტალის მქონე ქვეყანაა და არაერთი პროექტის განხორციელება შეიძლება, თუ ამ პოტენციალს სწორად გამოვიყენებთ.  არ გამოვრიცხავ, იქაურ საწარმოებში დასაქმდნენ ჩვენი მოქალაქეები, ერთხელ უკვე იყო ამაზე საუბარი. რაც შეეხება ექსპორტს, ნედლეული შევთავაზოთ საამიროებს, წყლის სეგმენტში ამას თუ მივაღწევთ, დიდი წარმატება გვექნება. რაც არ უნდა იყოს, საამიროებთან კავშირის დამყარება პოლიტიკურადაც ხელსაყრელია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და მათი იურისიულ აღიარებასთან დაკავშირებით რიგი ქვეყნების მხრიდან ხშირად არის უხერხული მომენტები, ამ კავშირით მეტ მხარდაჭერას მოვიპოვებთ. მთლიანობაში, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირის შესაძლებლობა გამოსაყენებელია. ამ საკითხს  სახელმწიფოებრივ დონეზე გადაწყვეტენ, თუ კერძო ბიზნესის ინტერესების ლობირებას მოახდენენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - ამბობს სილაგაძე ,,კომერსანტთან“.



შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. მისი ინფორმაციით, საამიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა.

 


ნათია თურნავამ ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბისა და დუბაიში შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ისეთ წამყვან საინვესტიციო ფონდებთან და კორპორაციებთან, როგორებიცაა „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority). მინისტრის განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს.

 


 რაც შეეხება თხილისა და ცხვრის ექსპორტს საამიროებში, რაზეც ეკონომისტი გია ხუხაშვილი აკეთებს აქცენტს, ციფრებში ასე გამოიყურება: მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 40 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება ცხვარს, იანვარ-ივლისის მონაცემით, საამიროების მიერ ქართული ცხვრის იმპორტში გადახდილმა თანხამ $175 000 შეადგინა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up